Jump to content
×
×
  • Create New...

მოდის სამყარო NFT-ის გამოყენებას განიხილავს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

nft-300x169.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, გლობალური მოდის ბრენდები NFT-ის გამოყენებას განიხილავენ.

Vogue Business-ის თანახმად, რამდენიმე პრემიუმ მოდის სახლი ფიქრობს პროდუქციის NFT ნიშნებში გატანაზე. თუ ეს ნაბიჯი გადადგეს სამოდელო სახლებმა, პროდუქტებისა და მომსხურების ციფრული ტედენცია მეტად გაიდგამს ფესვებს.

ჯერჯერობით NFT-ით კრიპტო ბაზარს აქტიურად ამარაგებენ პოპ-კულტურის სხვადასხვა ციფრული ნამუშევრით.

მულტივერსული პლატფორმის Lukso-ს დამფუძნებლის, მარჯორი ერნანდესის განცხადების თანახმად, მაღალი მოდის ბრენდებს დიდი სურვილი აქვთ წარმართონ NFT– ები და არ დარჩნენ უკან, როგორც ეს მოხდა ელექტრონული კომერციის შემთხვევაში, გასული საუკუნის 90–იან წლებში.

Lukso იყო NFT პროექტის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან გადახდებს იღებდა, ციფრული კოლექციონირებისადმი ინტერესის ზრდის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Kings of Leon-მა NFT-ით 2 მილიონი დოლარი მიიღო.

5 მარტს დაწყებული Kings of Leon-ის სიმბოლური აქცია მათი ახალი მუსიკალური ალბომის გამოშვებას ეძღვნებოდა. აქცია ასევე იყო ჯგუფის NFT-ების მიღების პირველი მცდელობა. NFT-ის მიღება წარმატებით დასრულდა და ჯგუფმა ამ პერიოდში 1,45-დან 2 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.

The post მოდის სამყარო NFT-ის გამოყენებას განიხილავს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share