Jump to content
×
×
  • Create New...

„საკრამენტო კინგზი“ მოთამაშეებს ხელფასს ბიტკოინში გადაუხდის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

NBA-ის შემადგენლობაში შემავალი ამერიკული საკალათბურთო კლუბი „საკრამენტო კინგზი“ შესაძლოა გახდეს პირველი, დიდ სპორტულ კლუბებს შორის, რომელიც მოთამაშეებსა და პერსონალს ხელფასს ბიტკოინში გადაუხდის. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ Clubhouse-ზე „საკრამენტო კინგზის“ წარმომადგენელმა, ვივეკ რანადივემ (Vivek Ranadivé) გააკეთა. რანადივეს თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბის ოფიციალური განცხადება შემდეგ კვირას გამოქვეყნდება.

„საკრამენტო კინგზი“ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული სპორტული გუნდია კრიპტოვალუტებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. კლუბმა გადახდების ბიტკოინში მიღება ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. 2018 წელს კი საქველმოქმედო პროგრამის MiningForGood სტარტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც გუნდის არენაზე ეთერიუმის მოსაპოვებელი მაინერები განთავსდება.

გარდა ამისა „საკრამენტო კინგზი“ NBA-ში შემავალი პირველი კლუბი და აშშ-ში პირველი პროფესიონალური სპორტული გუნდია, რომელმაც გულშემატკივრების წახალისებისთვის ტოკენი შეიმუშავა და სპორტული პროდუქციის გასაყიდად ეთერიუმზე სააუქციონო პლატფორმა აამოქმედა.

სპორტის სამყაროში „საკრამენტო კინგზს“ არ ჩამორჩნენ: საფეხბურთო გუნდი „მაიამი დოლფინსი“, რომელმაც გადახდების LTC-ში მიღება დაიწყო, პორტუგალიური საფეხბურთო კლუბი „ბენფიკა“, რომელიც სუვენირებს კრიპტოვალუტებზე ყიდის, საფეხბურთო კლუბი „ვესთჰემ იუნაითედი“, რომელმაც ფან-ტოკენები აამოქმედა და „რეალ მადრიდი“, რომელიც კონტენტის განთავსებისთვის ბლოკჩეინ Fantastec-ს იყენებს.

წყარო: https://bits.media

The post „საკრამენტო კინგზი“ მოთამაშეებს ხელფასს ბიტკოინში გადაუხდის appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   235 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 234 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(1)