Guest Merlin Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო, დრო შრომასა და ლოცვაში გადიოდა. http://www.ambioni.ge/files/khareba-1.jpg მართალმა იოსებმა თავისი წინაპრებისგან სათნოებათა საგანძური მიიღო. იოსები ხეს არა სახლში არამედ განცალკავებით მდგარ სახელოსნოში ამუშავებდა, რომელიც არც თუ შორს იყო მართალი ანნას სახლიდან და მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგებოდა. სახლის წინა მხარეს კი იდგა ქვის სკამი, დაღლილ მგზავრთა დასასვენებლად, რომელთაც მწველი მზისგან ჩერო იცავდა. თავისი დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს თავისი ცხოვრების წმინდა წესი არ შეუცვლია,განმარტოებით გამუდმებულ შრომაში ცხოვრობდა.მისი ცხოვრება ცხოვრება ლოცვის, წმინდა წიგნების კითხვის,ხელსაქმისა და შინაური საქმეებისგან შედგებოდა.იოსების ოჯახი მისთვის იგივე სამლოცველო სახლი იყო. დადგა უფლის წელიწადის სანატრელი დრო. ქალწულმა მარიამმა იცოდა რომ აღქმული მესიის მოსვლის ჟამი მოახლოებულიყო და უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება: „აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწოდონ მას სახელი ემანუელ“ და ხშირად ვარაუდობდა რომ ეს კურთხეული ქალწული ამქვეყნად უკვე არსებობდა..ცრემლით იმეორებდა და ევედრებოდა უფალს რომ ღირსი გაეხადა მესიის დედა საკუთარი თვალით ენახა და მომსახურებოდა მას. სახარების თანახმად მთავარანგელოზი გაბრიელი ქალწულ მარიამს მაშინ გამოეცხადა როცა იგი ნაზარეთში იოსებ დამწინდველთან ცხოვრობდა, ამ დროს ის წმინდა წერილს კითხულობდა და მხურვალეს შესთხოვდა უფალს მესიის ნახვას.უცებ მის წინაშე მთავარანგელოზი გაბრიელი წარსდგა და წარმოთქვა ღვთაებრივი მოკითხვა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის.“ ყოვლადწმინდა ქალწული ანგელოზების გამოცხადებას მიჩევული იყო მაგრამ ახლა მისალმებას განაცვიფრა, რადგან მანამდე მისალმებაში „გიხაროდენ“ არასოდეს სმენოდა. ანგელოსი მოკრძალებით უცქერდა ქალწულის შეცბუნებას და დაამშვიდა: „ნუ გეშინინ, მარიამ რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ,ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის მამისა თვისისაი და მეუფებდეს სახლდსა ზედა იაკობისასა საუკუნოდ და სუფევისა მისისაი არა იყოს დასარულ.“ მარიამი კეთილმაუწყებელს უდიდესი ქალწულებრივი სიწმინდით შეხვდა. „მე ქორწინებაში წილი არამაქვს, თუმცა დაწინდვის წელის თანახმად ქმარი მყავს, მაგრამ ქალწულების აღთქმის თანამად მისი ცოლი არავარ“ მთავარანგელოზმა კი მისი ეჭვები განაქარვა და უთხრა რომ სულიწმინდის მადლით იგი უმამაკაცოდ გააჩენდა ძეს. მასში ჩასახული ძე ღვთისა სხვა ადამიანების მსგავსი კი არა წმინდა იქნებოდა და „ძე მარლისა“ ეწოდებოდა. ანგელოსმა ქალწული მარიამის სრულიად დასარწმუენბლად მის ნათესავზე მიანიშნა: „და აჰა ელისაბედ, იგიცა მიდგომილ არ ძესა სიბერესა თვისსა და ესე მეექუსე თუე არს მისი, რომელსა იგი ერქუა ბერწ, რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაი.“ ღვთივსულიერი ნათელი მოეფინა ქალწულს, მან გაიხარა ანგელოსის ხარებით და ირწმუნა რომ ნამდვილად ღვთის ნებით ეუწყა. შემოქმედისადმი უდიდესი მადლიერებით აღვსილმა ღმერთის სიწმინდესათან შედარებით ადამიანურ ღირსებათა არარაობა შეიცნო. მთავარანგელოსი გაბრიელი ზეციურ ნათელს დაუბრუნდა. ძე ღვთისას განხორციელების საიდუმლო აღსრულდა:ქალწული დედა იქცა და დედა კვლავ ქალწულად ეგო. მთავარანგელოსის ხარებამ კაცობრიობას სიხარულის უფლება მისცა. იმ წუთიდან სადაც არ უნდა გამოჩენილიყო ღვთისმშობელი ყველა სიხარულით ივსებოდა. მარიამი ანგელოსის მოტანილი სიხარულით ხარობდა მით უმეტეს,რომ ეს სიხარული მთელ ქვეყნიერებას ეკუთვნოდა.მან ელისაბედის ნახვა გადაწყვიტა მთაში, რომელიც მანამდე ბერწი იყო,რომ ერთმანეთის სიხარული. 5 დღის შემდეგ მარიამი ლევიტელთა ქალაქ იუდაში მივიდა, შეუსვენებლად მიისწრაფვოდა კარგად ნაცნობი სახლისკენ საიდანაც ელისაბედი შეეგება სიტყვებით: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა“ ამ სიტყვების გაგონებაზე მარიამი დარწმუნდა რომ ყოველივე სულიწმინდის შეგონებით ხდებოდა და მაღალი ღმერთის მიმართ მადლიერების გრძნობა. ის აცნობიერებდა მასზედ გარდმოვლენილ წყალობას და აღიარებდა რომ ეს მარტო მას კი არ ეკუთვნოდა არამედ ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს, და რომ ისრაელი ერი თავისი ცოდვების გამო აღარ იყო განდევნილი. უფლის რწმენით განმსჭვალული დედები ერთურთს განსწავლიდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. 3 თვის შემდეგ მარიამი დაბრუნდა ნაზარეთში. მუცლადღებიდან მეექვსე თვე იწურებოდა და მისი მდგომარეობა მართალი იოსებისთვის შეუმჩნეველი აღარ რჩებოდა,რომლის სულში ეჭვების ქარიშხალი დატრიალდა, მან საძაგელი ცდუნების შესაძებლობა დაუშვა, საფიქრალმა შეიპყრო და აღარ იცოდა როგორ მოქცეოდა ქალწულ მარიამს. კანონის მიხედვით მას უფლება ჰქონდა რომ მიზეზის დაუსახელებლად გაჰყროდა, თუმცა არ სურდა რომ მარიამი სხვების წინაშე შეერცხვინა. უფალმა თავისი ანგელოსი მოუვლინა იოსებს, რომელმაც დაამშვიდა იგი, დავითის ძე უწოდა და გაახსენა რომ, მარიამი წმინდა და უმანკოა, რომ ის სახლში უნდა იყოლიოს, დაიცვას და იზრუნოს როგორც დედაზე ასევე მისგან შობილ დიდების მეუფეზე. როცა იოსებმა გაიღვიძა მის გულში ეჭვების ადგილი აღარ იყო. ამ გამოცხადების შემდეგ მართალი იოსების თვალში ქალწული მარიამი მისგან დაწინდული ქალწულიდან მხსნელი ღმერთის უფროსადკურთხეულ დედად იქცა. არამიწიერი შუქი დაჰფენოდა ქალწულ მარიამს და მის დამწინდველს, რომლის სული სიამაყემ ვერ დააბნელა და არ დააკარგვინა მორჩილება, რომელიც ასე აუცილებელია ადამაინური სათნოებისთვის. ამის შემდეგ მარიამი იოსების სახლში დარჩა და მშვიდობიანად მიდიოდა მისი ცხოვრება, რომელიც დამწინდველის ზრუნვით იყო გარემოცული. ხარების დღესასწაული ქრისტიანთა მიერ პირველი საუკუნეებიდანვე აღესრულება. ეკლესიის მამათა უძველეს ნაწერებში მითითებულია რომ ღმერთკაცის განკაცება 25 მარტს მოხდა, რადგან პირველი ადამიანიც სწორედ 25 მარტს შეიქმნა. ეკლესიის უდიდესი მამები ყოვლადწმინდა მარიამს ღვთისმშობლად თვლიდნენ და მათი სწავლებით ვინც ღმერთის დედას ღვთისმშობლად არ თვლიდა ის სარწმუნოების და ქრისტიანობის მტერი იყო. ანგელოსის ხმით გიღაღადებთ შენ,წმიდაო: გიხაროდენ,მიმადლებულო, უფალი შენთანა. მოამზადა მეგი კაკაბაძემ გამოყენებული ლიტერატურა: „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია“ თარგმანი: თინათინ გოგოჩაშვილისა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა