Jump to content
×
×
  • Create New...

„ფეისბუქმა“ ქართული მარშის „არასარწმუნო“ ქსელი წაშალა


Recommended Posts

  • ფორუმელი

სოციალური მედიის პლატფორმა ფეისბუქმა 6 აპრილს განაცხადა, რომ „არასარწმუნო, შეთანხმებული მოქმედების“ გამო პლატფორმიდან წაშალა ულტრანაციონალისტურ პარტია „ქართულ მარშთან“ და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული 23 ანგარიში, 24 გვერდი და 12 ჯგუფი ფეისბუქზე, ასევე – 11 ანგარიში ინსტაგრამის ქსელში. ფეისბუქის თქმით, ქართულ მარშთან დაკავშირებული ამ ქსელის სამიზნეს ქართული აუდიტორია წარმოადგენდა.

„ფეისბუქის“ განმარტებით, ქართულ მარშის ქსელს ატლანტიკური საბჭოს „ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის“ მიერ მომზადებული საჯარო მასალის შემდეგ მიაკვლიეს.

მოძრაობა „ქართული მარში“, რომელიც ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს აერთიანებდა, 2017 წელს ჩამოყალიბდა. 2017 წლის ივლისში მოძრაობის ერთ-ერთ პირველ მასშტაბურ მსვლელობას 2000-მდე მონაწილე შეუერთდა, რომლებიც არალეგალი უცხოელების გაძევებას, საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას, უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვების მიცემის შეზღუდვას და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის უცხოური დაფინანსების აკრძალვას მოითხოვდნენ.

მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად 2020 წლის ივლისში, ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაკეთდა. ამ არჩევნებში ახლადდაარსებულმა პარტიამ 4 753 ხმა (0.25%) მიიღო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share