Jump to content
×
×
  • Create New...

რას გვაძლევენ რუსი ტურისტები?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქართული ტურიზმი დღეს მრავალი გამოწვევის წინაშეა. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში საერთაშორისო ტურისტების 10-15% რუსეთის მოქალაქეა. 2018-2019 წლების პირველი კვარტლის შუალედში კი მათი ოდენობა, საგრძნობლად – 20%-ზე მეტით გაიზარდა. ამ საკითხზე Business Feed ტურისტული კომპანიის – Discover Georgia-ს დამფუძნებელს – ნინა კეკელიძეს ესაუბრა.

თუ ორი წლის წინანდელ სტატისტიკას დავეყრდნობით, სირთულეების მიუხედავად, რუსი ტურისტები მაინც ახერხებდნენ საქართველოში ჩვეულ ტემპში ჩამოსვლას და ამ მხრივ მკვეთრი დანაკლისი არ გვქონია. არსებობს რუსი ტურისტების გარკვეული ბაზა, რომლებიც საკუთარი საქმიანობის გამო მუდმივად სტუმრობენ ქვეყანას. ამასთან, იმის თქმა, რომ ქვეყანა რუს ტურისტებზე რადიკალურადაა დამოკიდებული, არასწორია და, ზოგადად, ქვეყნისთვის მსგავს მდგომარეობაში ყოფნა ძალზე არასახარბიელო იქნებოდა. ამის აღმოსაფხვრელად ახალი ტურისტული ბაზრის აღმოჩენა და მათზე მორგებაა საჭირო“.

keklidze-scaled.jpgნინა კეკელიძე

რუსეთს, ცხადია, ქართული ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი მოაქვს. თუმცა, ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის. მათ მოსდევენ რეგიონის ქვეყნები: უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე დიდი წილი საფრანგეთსა და გერმანიას უჭირავთ.

„რუსეთი იმ ქვეყნების ათეულშია, რომელთა ტურისტებსაც საქართველოში ყველაზე დიდი შემოსავალი შემოაქვთ. თუმცა, ეს გასაკვირი არაა, რადგან მეტწილად ამ სიაში ადგილს რეგიონისა და მეზობელი ქვეყნები იკავებენ. სამომავლოდ საჭიროა აქცენტი ევროპულ თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გაკეთდეს, რომლებიც უფრო მაღალშემოსავლიანები იქნებიან ჩვენი ეკონომიკისათვის“, – ამბობს ნინა კეკელიძე.

2019 წელს საქართველოში რუსეთიდან თითქმის მილიონ-ნახევარი ტურისტი შემოვიდა. თითოეული მათგანი კი ერთი ვიზიტისას საშუალოდ 1 282 ლარს ხარჯავს. ეს თანხა  ბევრად მცირეა ამერიკელი (3 813 ლარი) და ბრიტანელი (2 438 ლარი) ტურისტებისგან მიღებულ საშუალო შემოსავალზე. ზოგადი საერთო მაჩვენებელი კი ერთ ვიზიტზე 1 074.2 ლარის ტოლია.

image-2.pngGnta.ge

ხშირად საუბრობენ სტერეოტიპზე, რომლის მიხედვითაც საქართველო მხოლოდ ჰორეკას სექტორით დაინტერესებულ ტურისტებს იზიდავს – მათ, რომელთაც  ქვეყანაში მხოლოდ გასტრონომიული თუ აგროკულტურა აინტერესებთ. როგორც ჩანს, მსგავსი დამოკიდებულება ტურისტებში დღესაც სჭარბობს. ერთჯერადი ვიზიტისას საერთაშორისო ტურისტის დახარჯული ფულის 30%-ზე დიდი წილი სწორედ ჰორეკას სექტორზე მოდის და საშუალოდ 300 ლარამდე აღწევს.

ნინა კეკელიძე ამბობს, რომ ტურისტული სააგენტოებით სარგებლობის კულტურა მუდმივად იყო და იქნება რუსი ტურისტებისათვის მნიშვნელოვანი:

„ისინი, როგორც კულტურული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ასევე ქართული სამზარეულოს უკეთ გასაცნობად შემოდიან ქვეყანაში“. 

მისი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წარუდგენს სააგენტო საქართველოს რუს ტურისტებს:

ჩვენი სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე აქცენტის მკვეთრად დასმა. მათ შორის, გიდები ყოველთვის განმარტავენ ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს, ქართლის დედისეულ სტუმართმოყვარეობას. იგი სასურველ სტუმრებს ღვინით ხელში, ხოლო მტრებს ხმლით ეგებება. ტურის დროს ხშირად ვუსვამთ ხაზს იმასაც, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული“.

ბოლო ორი თვის მონაცემებით, 2019 და 2020 წელთან შედარებით, საქართველოში ტურისტთა ოდენობამ 90%-ზე მეტით იკლო. პანდემიის გათვალისწინებით, 2020 წელს ტურისტთა შორის კვლავ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ლიდერობენ: თურქები (22.2%), აზერბაიჯანელები (19,5%), სომხები (17,2%), რუსები (13.8%).

პანდემიის ფონზე რადიკალურად შეიცვალა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია. ტურიზმი პანდემიასთან მკვეთრ და პირდაპირ კავშირშია, ამიტომაც აუცილებელია ზიანის მომტანი რისკების დროული აღმოფხვრა, რათა ტურიზმის აღდგენის პროცესებზეც დაიწყოს ზრუნვა. მსოფლიო მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციამდე, ალბათ, რთული იქნება იმის თქმა, თუ როდის დავუბრუნდებით ძველებურ სიტუაციას.“ – ამბობს ნინა კეკელიძე.


The post რას გვაძლევენ რუსი ტურისტები? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   51 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 49 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • Seth
    • Googlebot(3)
    • YandexBot(2)