Jump to content
×
×
  • Create New...

განათლების კოალიციამ პროექტ „სასწავლო დანაკარგების შესწავლა პანდემიის პირობებში“ განხორციელება დაიწყო


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განათლების კოალიციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, პანდემიაზე რეაგირების ინიციატივების ფარგლებში, ახალი პროექტი: სასწავლო დანაკარგების შესწავლისა და შესაბამისი მაკომპენსირებელი ინიციატივების მომზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტის მიზანია კოვიდ 19 პანდემიის პირობებში სკოლების დახურვით გამოწვეული სასწავლო დანაკარგების მოცულობის და გავლენის შესწავლა და რეკომენდაციების მომზადება.
პროექტი ითვალისწინებს სასწავლო დანაკარგების შეფასების საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასწავლო დანაკარგების შესწავლას საქართველოს კონტექსტში. კვლევის შედეგების გათვალისწინებით და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, მომზადდება რემედიაციის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

პროექტის ფარგლებში განათლების სპეციალისტებისა და მკვლევრებისგან შემდგარი გუნდი თანამშრომლობს როგორ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე სხვა საჯარო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

განათლების კოალიცია პანდემიის პირობებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის ადვოკატირების კამპანიას ახორციელებს 2020 წლიდან. კამპანიის ფარგლებში კოალიციამ განახორციელა ახალი საგანმანათლებლო პროექტი iსკოლა, CK-12 პლატფორმაზე დისტანციური სწავლების პროცესში ქართველი მოსწავლეების დასახმარებლად შექმნა სპეციალური გვერდი, ასევე მოამზადა რეკომენდაციები სკოლების გახსნის და პანდემიაზე რეაგირების მიმართულებით.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share