Guest Merlin Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბათუმის სკოლა-ლიცეუმი ,,მასტერკლასი” ხვალიდან მთლიანად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. კორონავირუსი თავდაპირველად ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა, შემდეგ კი პედაგოგს და ორ კოორდინატორს. სასწავლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ დღეს მოსწავლეები სკოლაში გამოცხადდნენ, თუმცა მეორე ცვლაში გაკვეთილები აღარ ჩატარდება. სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მშობლებს აფრთხილებენ და ხვალიდან საკლასო ოთახებში სწავლის პროცესს შეაჩერებენ. ისინი განათლების სამინისტროსგან შესაბამის ბრძანებას ელოდებიან. სკოლაში კორონავირუსზე ტესტირებაც ჩატარდა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის პროცედურები დაწყებულია. წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა