Jump to content
×
×
  • Create New...

მათემატიკა, როგორც გზა მომავალი წარმატებისა და წინსვლისკენ – KIU-ს სტუდენტის ისტორია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

თემურ ფხაკაძე კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ის აქტიურადაა ჩართული KIU-ს პროექტებში. ამჟამად, თანატოლებთან ერთად მონაწილეობას იღებს „Visual Math Fest”-ში და კონკურსის ნახევარფინალშია. ამ პროექტის საშუალებით ცდილობს ადამიანებს დაანახვოს, რომ მათემატიკა ესთეტიკური, შემოქმედებითი და ზუსტი მეცნიერებაა, რომელიც სამყაროს კანონზომიერებებს სწავლობს. მან, “KIU Students vs High Schools“-ის ფარგლებში, მათემატიკური ამოცანა წარადგინა, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა და ახლა უკვე მოსწავლეების მიერ შესრულებულს თავადვე ამოწმებს. ამბობს, რომ ეს პროექტი ახალი უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარება. თემური, ასევე, მონაწილეობას იღებდა “Math Winter School”-ში, სადაც მათემატიკის საკითხებს უფრო სიღრმისეულად გაეცნო. „Competitive Programing Club“ ოლიმპიური პროგრამირების კლუბი კი ერთ-ერთ იდეალურ საშუალებად მიაჩნია საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გაუმჯობესებისათვის.

ამ მიზანდასახულმა ახალგაზრდამ სამტრედიის N3 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. წარჩინებული მოსწავლე, სწავლის პარალელურად, ახერხებდა კლასგარეშე ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას. ამას ის უამრავი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი/ოლიმპიადა მოწმობს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა და წარმატებებსაც აღწევდა. ათეულობით პროექტს შორისაა: „გეოგრაფიული ვიქტორინა“, „სიკეთე გადამდებია“ , „ჩვენ ვქმნით ტურისტულ სააგენტოს“, კონფერენცია „მსოფლიოს უძველესი ქალაქები“, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, ინტელექტუალური თამაშები: „რა? სად? როდის?“, „ტვინების ბრძოლა“, ნატოს ეგიდით გამართული საბრძოლო ხომალდების საგანმანათლებლო ტური. თემური, ასევე, გახლდათ „მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის“ სრულუფლებიანი წევრი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უამრავი აქტივობა ხორციელდებოდა, მათგან „იმიტირებულ სასამართლოს“ გამოარჩევდა. ამბობს, რომ ამ უკანასკნელმა მას უდიდესი გამოცდილება შემატა.

სკოლის ბოლო საფეხურზე, მაშინ, როდესაც ცხოვრების მთავარი პროფესია უნდა აერჩია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო. მისი თქმით, KIU იმთავითვე მის გამოწვევად იქცა. ბავშვობიდან ოცნებობდა საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებაზე. მსოფლიო დონის საუნივერსიტეტო ქალაქში ჩაბარება მიზნად დაისახა და ოცნება რეალობად ექცა. მშობლიურ იმერეთში პროგრამას გერმანული საგანმანათლებლო მოდელით გადის. უნივერსიტეტმა სწავლისა და ულტრათანამედროვე კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დაუფინანსა. ასევე, დაუნიშნა ყოველთვიური სტიპენდია. როგორც ამბობს, ყველა ეს შესაძლებლობა თემურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოტივაციას უზრდის.

„გაოცებული ვარ იმ სინამდვილით, რომელიც KIU-ში დამხვდა. საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხსა და ზოგადად, უნივერსიტეტზე წარმოდგენა თავიდანვე დიდი მქონდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. აქ საშუალება მაქვს, ნიჭიერ ახალგაზრდებთან ერთად ჩავერთო საინტერესო პროექტებში, მოვახდინო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა სწავლისა და კამპუსზე ცხოვრების გადასახადი დამიფინანსა და დამინიშნა ყოველთვიური სტიპენდია, ძალიან მახარებს. დაწესებული შეღავათები სტიმულს მაძლევს. მჯერა, რომ KIU-ში მიღებული ცოდნა ჩემს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს და დამეხმარება, არჩეულ პროფესიაში ვიყო საუკეთესო. მე მჯერა ჩემი მომავლის“, – ამბობს თემური.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

KIU სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   333 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 332 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(2)
    • t-90
    • Googlebot(1)