Guest Merlin Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 Nexo–ის წინააღმდეგ კალიფორნიის მკვიდრმა, ჯუნჰან ჯეონგმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საჩივარი ადანაშაულებს Nexo–ს, რომელიც ამერიკაში დაარსებული კრიპტო სესხის გამცემი კომპანიაა, მომხმარებელთა შეთანხმების დარღვევაში, რადგან შეაჩერეს რიპლის სესხის უზრუნველყოფა, მომხმარებლების წინასწარი შეტყობინების გარეშე. შეჩერება მოჰყვა მარეგულირებლების იურიდიულ ქმედებას Ripple Labs-ის წინააღმდეგ 22 დეკემბერს ფასიანი ქაღალდების არარეგისტრირებული შეთავაზებების განხორციელების გამო. Nexo საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისესხონ ტრადიციული ვალუტა ან სტაბილკოინები ზედმეტად უზრუნველყოფილი სესხების გამოყენებით, რომლებსაც მხარს უჭერს კრიპტოვალუტები. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტო ბაზრებზე ფასების რყევებმა გამოიწვია სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობა, პლატფორმას წესით უნდა შეესრულებინა ღირებულების გადაფარვა, რაც დაასტაბილურებდა თანაფარდობას. მომჩივანი ირწმუნება, რომ Nexos– მა რეაგირება მოახდინა მარეგულირებლის განცხადებაზე. შეაჩერა რიპლით გირაოს გამოყენება, შედეგად კი სესხების უზრუნველყოფა 23 დეკემბერს შეწყდა. ამის გამო ბევრმა მომხმარებელმა ვეღარ შეძლო თავისი სასესხო პოზიციების მხარდაჭერა. ახლა კი Nexo-ს კიდევ არაერთი სარჩელი ემუქრება. The post Nexo-ს მომხმარებელი სასამართლოში უჩივის appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა