Jump to content
×
×
  • Create New...

The New Directors/New Films ფესტივალზე “მოთვინიერების” ჩვენება გაიმართება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სალომე ჯაშის უკანასკნელი დოკუმენტური ნამუშევარი “მოთვინიერება” ნიუ-იორკის კინოფესტივალის, New Directors/New Films მონაწილე გახდა.

სურათის ჩვენება ონლაინ რეჟიმში ფესტივალის მსვლელობისას 28 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება.

“მოთვინიერება” შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ჰობის, ხეების შეგროვებას ეხმიანება. სურათს წინა პლანზე ადამიანისა და ბუნების მეტოქეობის თემა აქვს წარმოჩენილი, რომელიც საქართველოში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე ვითარდება.

“მოთვინიერების” პრემიერა სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა კრიტიკოსების დადებით შეფასებები დაიმსახურა. სურათი 2021 წლის ბერლინალეს ერთერთი სექციის, “ფორუმის” მონაწილე იყო. ფილმს ჯილდოები უკრაინის, მექსიკისა და საფრანგეთის ფესტივალებზე აქვს მიღებული.

ფესტივალი New Directions/New Films 1972 წელს დაფუძნდა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MoMA) და ლინკოლნის ცენტრის კინოსაზოგადოება.

The post The New Directors/New Films ფესტივალზე “მოთვინიერების” ჩვენება გაიმართება appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share