Jump to content
×
×
  • Create New...

ბრაზილიური ბანკი უინკლევოსებთან თანამშრომლობას იწყებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1051153622-300x200.jpg

BTG Pactual–ის ახალი ბიტკოინის ფონდი უინკლევოსებთან ითანამშრომლებს.

ციფრული ვალუტის სექტორში ტეილორ და ქემერონ უინკლევოსებს ყველა ძალიან კარგად იცნობს. მათ აქვთ საკუთარი კრიპტოვალუტის ბირჟა და დროგამოშვებით მეურვეობას უწევენ ახალ კრიპტო პლატფორმებს.

ამჯერად, ისინი მეურვეობას გაუწევენ ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საინვესტიციო ბანკს BTG Pactual-ს, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, განაცხადა ბიტკოინის ფონდის შექმნის შესახებ. განცხადებაში მითითებულია, რომ ტყუპების შვლობილი კომპანიები Gemini Custody და Gemini Fund Solutions-ი უზრუნველყოფს ფონდისთვის მორგებულ მომსახურებას.

თანამშრომლობის ფარგლებში უინკლევოსებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების კონსულტაცია დაევალათ.

BTG Pactual–ის ყველა მომხმარებელს ექნება წვდომა ფონდზე, მინიმალური ინვესტიციის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ მარტში ბრაზილიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ დაამტკიცა და ხელმისაწვდომი გახადა ბანკებისათვის ორი კრიპტოვალუტის სერვისი.

პირველი ეს არის ბიტკოინი, რომელსაც 100%-ით უჭერს მხარს, ხოლო მეორე სერვისია ხუთი კრიპტოვალუტისაგან შემდგარი ჯგუფი. ორმა ადგილობრივმა ბანკმა Itaú-მა და BTG Pactual-მა მაშინვე განაცხადეს, რომ კომისიის მიერ დამტკიცებულ ბირჟებს მომსახურეობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს.

The post ბრაზილიური ბანკი უინკლევოსებთან თანამშრომლობას იწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share