Jump to content
×
×
  • Create New...

ვლადიმერ პუტინი რუსეთის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დასახელდა


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

2B646E5F-DCD0-4636-A587-6390AE2AC83D.jpeg.edaf3a9e7f7edd0041a96f7eef914a72.jpeg

სანადირო ექსკურსიებმა და ტანმოშიშვლებულმა ცხენოსნობამ შედეგი გამოიღო – ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოსახლეობისთვის ყველაზე სექსუალური მამაკაცია. 

Superjob.ru-ს მიერ, 2 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული კაცების 18% და ქალების 17% ვლადიმირ პუტინს რუსეთის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნევს. 68 წლის მარტოხელა პუტინი ერთადერთი კაცია, რომელმაც ღია გამოკითხვით ხმების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებელი მიიღო. 

"წინა წლის გამოკითხვიდან 1%-იანი ვარდნის მიუხედავად, ქვეყნის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცი რუსებისთვის კვლავ ვლადიმირ პუტინია. მას კონკურენციას ვერც ათლეტები უწევენ და ვერც პოლიტიკოსები" – ვკითხულობთ კვლევაში.

Superjob.ru-ს განცხადებით, კვლევა 1 000 კაცსა და ამდენივე ქალს მოიცავდა და რუსეთის 300-ზე მეტ ქალაქში, ფიზიკური ფორმით ტარდებოდა. 

ნიშანდობლივია, რომ კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის დუმამ პუტინს ძალაუფლების 2036 წლამდე შენარჩუნების კონსტიტუციური უფლება მიანიჭა.

 

:chups:

 

ამათ სიტყვის თავისუფლებაზე ხმა თუ ჰქონდეთ ამოსაღები:drug:

Edited by ფორთოხალი

Aerodynamically, the bumble bee shouldn't be able to fly, but the bumble bee doesn't know it so it goes on flying anyway.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share