Guest Merlin Posted 6 აპრილი, 2021 Posted 6 აპრილი, 2021 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ განათლება ქვეყანაში რეგრესს განიცდის და მხოლოდ 8 პროცენტი ფიქრობს, რომ წინსვლას. 24 პროცენტს კი ამასთან დაკავშირებით ნეიტრალური მოსაზრება აქვს. კითხვაზე, „თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ქვეყნისთვის?“, – მხოლოდ განათლება გამოკითხულთა 3 პროცენტმა დაასახელა, 8 პროცენტმა კი განათლება სხვა გამოწვევასთან ერთად დაასახელა. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10 პროცენტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მომავლისთვის სამ უდიდეს გამოწვევას შორის განათლების საკითხებს მიიჩნევს. რაც შეხება ახლადარჩეული პარლამენტის საქმიანობას, გამოკითხულთა 3 პროცენტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ისეთი კანონები უნდა მიიღოს, რაც განათლების რეფორმას დაეხმარება. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით. პანდემიის პირობებში, განათლებას ეროვნული მნიშვნელობის საკითხად გამოკითხულთა 11% მიიჩნევს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა