Jump to content
×
×
  • Create New...

რამდენად ხშირად უნდა შეამოწმოთ თქვენი წონა,რომ გქონდეთ ჯანსაღი მიდგომა ამ საკითხის მიმართ?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

რა უპირატესობები აქვს აწონვას?

 

  • საკუთარი წონის ცოდნა მეტ ინფორმაციას გვაძლევს მთლიანი ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
  • თქვენი წონის ბუნებრივი ცვალებადობის ამოცნობა ეხმარება წონის კლების პროცესს.
  • წონის ცვლილების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა სიგნალი გამოდგეს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებისა.

მიუხედავად ამ უპირატესობებისა, „სასწორზე დამოკიდებულებამ“ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მენტალურ ჯანმრთელობასა და თვითშეფასებაზე.

 

რამდენად ხშირად უნდა ავიწონო წონის კლების პროცესში?

 

თუ თქვენ  იკვებებით ჯანსაღად და ვარჯიშობთ წონის დაკლების გეგმის ფარგლებში, თქვენი წონისთვის ყურადღების მიქცევა დაგეხმარებათ გაარკვიოთ, სწორად მიდიხართ თუ არა თქვენი მიზნებისკენ.

რეგულარუად სასწორზე დადგომა დაგეხმარებათ გაიგოთ იკლებთ თუ არა წონაში,მაგრამ არის ამის გაკეთება რეკომენდირებული ძალიან ხშირად?

თუ თქვენ გსურთ წონაში კლება,ზოგიერთი კვლევა გვეუბნება,რომ წონის ყოველდღიურად კონტროლი არის სასარგებლო.

ერთ-ერთი ძველი კვლევის თანახმად, მოზარდებმა, რომლებიც იწონებოდნენ ყოველ დღე, მართლაც მოიშორეს ზედმეტი კილოგრამები ( ისინი ასევე იყენებდნენ კალორიების დიეტას).

ყოველკვირეული კონტროლი

 

წონის ყოველკვირეული კონტროლი საუკეთესოა მაშინ, როცა თქვენ უკვე მიაღწიეთ სასურველ წონას და გსურთ მისი შენარჩუნება. ამგვარად, თქვენ შეძლებთ თქვენივე სხეულის ეფექტურ მონიტორინგს.

 

ყოველთვიური შემოწმება

 

თვეში ერთხელ სასწორზე დადგომა  ნამდვილად არ არის ეფექტური თუ ცდილობთ წონაში კლებას. ამგვარად, თქვენ იქნებით ნაკლებად ინფორმირებული, რაც ხელს შეუშლის თქვენი ორგანიზმის სრულფასოვნად განვითარების შესაძლებლობას.

არასდროს გსურთ აწონვა

 

არასდროს გინდათ სასწორზე დადგომა? ესეც ნორმალურია. შესაძლოა კუნთური მასა იწონიდეს ცხიმოვან მასაზე მეტს, რამაც შესაძლოა გაფიქრებინოთ, რომ თქვენი სხეული არ ვითარდება.

 

ამ შემთხვევაში უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ თქვენს ფორმებზე და არა სასწორის ციფრებზე.

 

  • გაზომეთ თქვენი პარამეტრები
  • გამოთვალეთ თქვენი სხეულის ცხიმის პროცენტულობა
  • მხედველობაში მიიღეთ თქვენი სიმაღლე და ძვლის სტრუქტურა
  • შეამოწმეთ როგორ გერგებათ ტანსაცმელი და გაქვთ თუ არა საკმარისი ენერგია

 

 

მიზეზები, თუ რატომ არ უნდა აიწონოთ

სასწორის ხშირი გამოყენება შესაძლოა ყველასთვის სასარგებლო არ აღმოჩნდეს. ზოგიერთ შემთხვევაში კი მან შეიძლება გამოიწვიოს მენტალური მდგომარეობის გაუარესება ან ხელი შეუწყოს გაუაზრებელ კვებას.

წონის კონტროლის დაწყებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, იმ შემთხვევაში თუ ოდესმე გქონიათ ანორექსია, ბულემია, კვების დარღვევა, დეპრესია ან უხასიათობა/შფოთვა.

დღის რომელი მონაკვეთია საუკეთესო წონის გადასამოწმებლად?

ყველაფერი დაწყებული დალეული წყლიდან/მიღებული საკვებიდან დამთავრებული თქვენი ჰორმონებით, გავლენას ახდენს თქვენი წონის ცვალებადობაზე.

ამიტომაც რეკომენდირებულია აირჩიოთ ერთი კონკრეტული დრო აწონვისთვის.

როგორც ექსპერტები ამბობენ დილა არის საუკეთესო დრო. დღის ამ მონაკვეთში ორგანიზმს არ აქვს მირებული არც საკვები და არც ნავარჯიშებია, რაც თქვენი წონის რეალურობაზე მეტყველებს( პირველ რიგში დაცალეთ შარდის ბუშტი და აიწონეთ რაიმეს მირთმევამდე).

როგორც აღვნიშნეთ, ხშირად აწონვა არ არის სასარგებლო ყველასთვის – განსაკუთრებით მაშინ,როცა თქვენ დგებით სასწორზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე).

 

რეგულარული წონის კონტროლის რისკები:

 

  • წონის კლების დაჩქარება
  • „შიმშილის“ დიეტა
  • კვების რეჟიმის დარღვევა
  • შფოთვა და დეპრესია
  • ფსიქოლოგიური სტრესი

 

რაც შეეხება წონის კლებას, იმისთვის, რომ დაიკლოთ ნახევარი კილოგრამი, უნდა დაწვათ, დაახლოებით, 3500 კალორია. ამას, რაღა თქმა უნდა, დრო სჭირდება. ამ პროცესის დაჩქარება შიმშილით ან სხვა არაჯანსაღი საშუალებებით არღვევს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის თქვენს მიზნებს.

 

წყარო: greatist.com

 

The post რამდენად ხშირად უნდა შეამოწმოთ თქვენი წონა,რომ გქონდეთ ჯანსაღი მიდგომა ამ საკითხის მიმართ? appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   246 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 245 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)
    • Facebookexternalhit(1)