Jump to content
×
×
  • Create New...

აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა BBC-ის ობიექტივში (ვიდეო)


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

1933 წლის 10 მაისს გერმანიის 34 საუნივერსიტეტო ქალაქში წიგნების დაწვის აქციები გაიმართა. მხოლოდ ბერლინში ,,ანტი-ნაცისტური“ ლიტერატურის განადგურების ღონისძებას 40 000 ადამიანი დაესწრო. ამ დღეს ცეცხლს მიეცა 25 000-ზე მეტი ტომი.

ჯერ კიდევ 1933 წლის დასაწყისში სახალხო განათლების სამისტრომ, იოზეფ გებელსის მეთაურობით, გერმანიაში აკრძალული მწერლების, პოეტებისა და ფილოსოფოსების სიის შედგენაზე დაიწყო მუშაობა.

26 მარტს გაზეთში Berliner Nachtaufgabe ნაცისტებისთვის არასასურველი 71 მწერლის ჩამონათვალი დაიბეჭდა. მოგვიანებით სია 127 გვარამდე გაიზარდა. მასში ნაციონალურ-სოციალისტური იდეისთვის მიუღებელი ჰუმანისტებისა და კომუნისტების მიერ დაწერილი ნაწარმოებები აღმოჩნდა. ისტორიკოსების ვარაუდით, მესამე რეიხში საერთო ჯამში, როგორც გერმანელი, ისე უცხოელი 300-მდე ავტორის წიგნები აიკრძალა. მათ შორის იყო ერიხ მარია რემარკი, კარლ მარქსი, ზიგმუნდ ფროიდი, ჯეკ ლონდონი, ვლადიმერ ლენინი, იოსებ სტალინი და სხვ.

40 წლის შემდეგ გერმანელმა გეორგ პ. ზალცმანმა დამწვარი წიგნების შეგროვება დაიწყო. მას შემდეგ, რაც ნაცისტებმა მსოფლიო ლიტერატურის ნაწილის განადგურება სცადეს, ერთი ადამიანის ცხოვრების მთავარი მიზანი, მათ მომავალი თაობებისთვის შენახვა გახდა. გეორგ პ, ზალცმანის მამა ნაცისტი იყო. 1945 წელს, ჰიტლერის რეჟიმის დამხობის შედეგ მან თავი მოკლა. 1976 წლიდან თავის გარდაცვალემამდე (2013 წლამდე) გეორგმა საშუალოდ 12 000 წიგნი შეაგროვა.

2009 წლს დამწვარი წიგნების ბიბლიოთეკა აუგსბურგის უნივერსიტეტმა შეიძნა და ახლა ის საზოგადობისთვის ხელმსიაწვდომია.

ვიდეო ბიბლიოთეკიდან

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share