Guest Merlin Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 Nonfungible.com-ის მონაცემებით, თებერვლიდან საკოლექციო ტოკენების (NFT) საშუალო ფასი 70%-ით შემცირდა. Bloomberg-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ NFT ბუმი ნელ-ნელა ჩაცხრება. 1 აპრილის მონაცემებით NFT-ს საშუალო ფასი 1400$-ს შეადგენდა, მაშინ როცა 22 თებერვალს ის 4300$-ს აღწევდა. თემისადმი ინტერესს ცნობილი სააუქციონო სახლების მიერ დიდი ლოტების გაყიდვებიც იწვევს. მაგალითად, მარტის დასაწყისში Christie’s სააუქციონო სახლმა მხატვარ Beeple-ის ციფრული ნახატი 69.3 მილიონ დოლარად გაყიდა. თუმცა NFT-ს სფეროს „ფინანსურ ბუშტსაც“ ვერ ვუწოდებთ. „აზრს მოკლებულია NFT-ს კონცეფციის „ფინანსურ ბუშტად“ მოხსენიება. აქ არანაკლები „ბუშტია“ ვიდრე კრიპტოვალუტებში. არსებობს მანიები და ირაციონალური პოპულარობა, მაგრამ კრიპტოვალუტა დიდი ხნით დარჩება ჩვენთან, ისევე როგორც NFT-ები.“- განაცხადა პიტსბურგის უნივერსიტეტის აკადემიკოსმა, კრის უილმერმა (Chris Wilmer). კომპანიები გაყიდვების გაზრდისთვის ცდილობენ ტექნოლოგიებს მიმართონ. თუმცა ციფრული ხელოვნებისთვის NFT-ს გამოყენება ყოველთვის არ ამართლებს, ეს ტექნოლოგია ფილმებისა და მუსიკის გაყიდვებს შესანიშნავად ესადაგება. „იმის მიუხედავად, რომ კრიპტოგრაფიის მეშვეობით NFT-ს ნამდვილობის დადგენა ადვილად შეიძლება, მომხმარებლების მოტყუება ძალიან ადვილია თუ მათ ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ვფიქრობ, ამ სფეროში თაღლითობების ტალღას უნდა ველოდოთ.“- თქვა უილმერმა. Google Trends-ის მონაცემებით, საკოლექციო ტოკენების მიმართ ინტერესმა თითქმის იგივე ნიშნულს მიაღწია, რასაც ტოკენების პირველადმა განთავსებებმა (ICO) 2017 წელს მათი ბუმის დროს. წყარო: https://bits.media The post Bloomberg: „NFT-ზე ფასების ვარდნა აჟიოტაჟის შემცირებაზე მეტყველებს.“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა