Jump to content
×
×
  • Create New...

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის განრიგი და მეორე ტურის აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის აპელაციის შედეგებს და მესამე ტურის განრიგს აქვეყნებს.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში გადავიდა ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური მთელი საქართველოს მასშტაბით 9 აპრილს მათემატიკისა და ფრანგული ენის ტესტირებით დაიწყება და 12 აპრილს, ბიოლოგიის ტესტირებით დასრულდება.

დეტალური განრიგი:

9 აპრილი:
I სესია – მათემატიკა;
I სესია-ფრანგული ენა;

II სესია – ინგლისური ენა;

10 აპრილი:
I სესია – ფიზიკა;
I სესია – ქიმია;
I სესია – ისტორია;

II სესია – რუსული ენა;

11 აპრილი:
I სესია – ქართული ენა და ლიტერატურა;
I სესია – ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის;

II სესია – გერმანული ენა;
II სესია – გეოგრაფია;

12 აპრილი:
I სესია – ბიოლოგია.

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში; მისამართი: ე. მინდელის N9.

I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე;

II სესიაზე რეგისტრაცია – 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება.

დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება. რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია.

ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო

ტესტირება ჩატარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეგულაციის დაცვით. სავალდებულოა, რომ ოლიმპიადის მონაწილეს მუდმივად ეკეთოს პირბადე.

2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის. მათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოებს.

ოლიმპიადის მესამე ტურის ტესტების მაქსიმალური ქულები

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   68 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 66 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(1)
    • t-90
    • Googlebot(3)