Jump to content
×
×
  • Create New...

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო მიღებული ზომები ქობულეთის საბავშვო ბაღებში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქობულეთის სოფელ ლეღვას საბავშვო ბაღი დაიხურა. კორონავირუსი ორ ბავშვს დაუფიქსირდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ბაღის პერსონალი, ბავშვები და აღმზრდელები მომდევნო 12 დღის განმავლობაში იზოლაციაში იქნებიან.

ბაღის დირექტორი ამბობს, რომ პედაგოგებს ტესტირება ჩაუტარდათ, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ნანა კაკალაძის თქმით, ბავშვების ინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, ლეღვას სკოლაა, სადაც კოვიდის შემთხვევები დაფიქსირდა.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, მოზარდები თავს კარგად გრძნობენ. ია ხალვაშის განცხადებით, ინფიცირებულები არიან მათი ოჯახის წევრებიც.

კოვიდი დადასტურდა ქობულეთის მეორე საჯარო ბაღშიც. დროებით სწავლება შეწყდა მხოლოდ ერთ ჯგუფში, სადაც ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   286 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 285 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(4)
    • t-90