Guest Merlin Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 23 მარტს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო დერეფანში – სუეცის არხში გიგანტური ხომალდი გაიჭედა, რომლის გათავისუფლებასაც 6 დღე დასჭირდა. 400 მეტრი სიგრძისა და 59 მეტრი სიგანის მქონე კონტეინერმზიდმა მიმოსვლა ორივე მიმართულებით გააჩერა და ძალიან დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვია. ხომალდი Ever Given, რომელიც იაპონური კომპანიის საკუთრებაა და პანამის დროშის ქვეშ ცურავს, ჩინეთიდან როტერდამისკენ მიემართებოდა. ექსპერტებმა კონტეინერმზიდის გაჭედვის პირველივე დღიდან ივარაუდეს, რომ ეს საქონლის ფასის აწევასა და დეფიციტს გამოიწვევდა, რადგან გადაკეტილი გზის გამო ასობით სხვა გემი შეფერხდა. სუეცის არხში დღეში მსოფლიო ტვირთის საერთო მოცულობის 11-12% გადის. არხის სიგრძე 193 კმ-ია, სიღრმე – 25 მეტრი, სიგანე – 205 მეტრი. დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნავთობი და თხევადი გაზის 8% ყოველდღიურად სწორედ ამ სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით გადაადგილდება. სუეცის არხის სამმართველოს უფროსის განცხადებით, გაჭედილი ხომალდი ყოველდღიურად $9.6 მილიარდის ტვირთს აყოვნებდა, რაც ერთ საათში $400 მილიონის ღირებულების 3.3 მილიონ ტონა შეჩერებულ ტვირთს უდრიდა. ასევე, სამმართველოს განცხადებით, გაჭედილი Ever Given სუეცის არხს ყოველდღე $14-15 მილიონით აზარალებდა. Cnes 2021, Distribution Airbus DSგერმანული კომპანია Allianz-ის გამოთვლებით, შექმნილი რამდენიმედღიანი შეფერხება წლიურ სავაჭრო ბრუნვას 0.2-0.4%-ით შეამცირებს. საბროკერო კომპანია Braemar ACM-მა Wall Street Journal-თან განაცხადა, რომ აზიიდან შუა აღმოსავლეთში გადამზიდი გემების დაქირავების ფასი 47%-ით გაიზარდა და $2.2 მილიონს მიაღწია. სუეცის არხის გვერდის ავლით აზიიდან ევროპაში მოხვედრა მხოლოდ აფრიკის კონტინენტის შემოვლით არის შესაძლებელი, რაც გზას დაახლოებით 8 დღით აგრძელებს. სუეცის არხის გაჭედვამ ეკონომიკური ზიანი მიაყენა არა მხოლოდ გადამზიდ ინდუსტრიასა და ეგვიპტის ეკონომიკას, არამედ უამრავ ბიზნესსაც მსოფლიო მასშტაბით. შეფერხდა წარმოება და მომსახურების სფერო. კომპანიებმა, რომლებსაც ლოდინი არ შეეძლოთ, თვითმფრინავით გადაწყვიტეს ტვირთის გადაზიდვა, რაც 3-ჯერ უფრო ძვირი დაუჯდათ. გიგანტური ხომალდის გათავისუფლება 29 მარტს მოახერხეს. ეგვიპტეში განაცხადეს, რომ შექმნილი შეფერხების განტვირთვას 3 დღე დასჭირდებოდა, მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად გადამზიდ ინდუსტრიას რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდება. The post რა დაგვიჯდა Ever Given-ის გაჭედვა appeared first on BusinessFeed. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა