Jump to content
×
×
  • Create New...

ტოპ 9 ვიტამინი და დანამატი მშრალი კანისთვის


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

არავის მოსწონს უდაბნოსავით მშრალი კანის ქონა, ამიტომ თუ თქვენი რეგულარული მოხმარების პროდუქცია ამ პრობლემას არ აგვარებს, სცადეთ განსხვავებული ვიტამინები კანის დასატენიანებლად.

კანის გამოშრობა შესაძლოა გამოიწვიოს უამრავმა ფაქტორმა. მაგალითად, სეზონურმა ცვლილებამ, დეჰიდრატაციამ, ასაკის მატებამ, ალერგიებმა და/ან მიკროელემენტების ნაკლებობამ.

ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ ამ პრობლემას. საწყის ეტაპზე კი გაესაუბრეთ სპეციალისტს (ექიმს) მანამ სანამ, თქვენს კვების რაციონში ჩართავთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ დანამატებს.

ვიტამინები მშრალი კანისთვის:

ვიტამინი C

სავარაუდოდ, გაგონილი გექნებათ, რომ ფორთოხლის წვენის მიღება, გაციების დროს,აღადგეს თქვენი იმუნური სისტემის ეფექტურ მუშაობას, რადგანაც ის შეიცავს ვიტამინ C-ს. თუმცა, გარდა ამისა, ეს ვიტამინი გვეხმარება, შევინარჩუნოთ, ჯანმრთელი კანი.

2017 წლის კვლევებმა დაადასტურა,რომ ვიტამინი C-ს დანამატებს შეუძლია გაზარდონ კანის დამცავი ფუნქცია და დაეხმაროს მას წყლის შენარჩუნებაში, რომელიც ხელს შეუშლის კანის გამოშრობას.

ვიტამინი D

D ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელსაც ბევრი სარგებელი მოაქვს თქვენი ორგანიზმისთვის. ის დიდ როლს თამაშობს კანის ბარიერის დაცვასა და მისი უჯრედის ზრდაში.

სინამდვილეში, განიცდით თუ არა D ვიტამინის ნაკლებობას?

თქვენ იღებთ D ვიტამინს მზისგან და ზოგიერთი საკვებისდან, მაგრამ მსოფლიოში დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს აქვს  D ვიტამინის ნაკლებობა.

ვიტამინი E

ვიტამინი E არის ძლიერი ანტიოქსიდანტი ანტი-ანთებითი უპირატესობებით. ის ასევე გამოიყენებოდა 50 წლის განმავლობაში მისი კანის გამაჯანსაღებელი თვისებების გამო.

გარდა იმისა, რომ E ვიტამინი იცავს თქვენს კანს ძირეული დაზიანებისგან, ის ასევე გლუვს და ხავერდოვანს ხდის მას. E ვიტამინს შეიცავს მცენარეული ცხიმები, ნიგოზი, ხილი, ბოსტნეული,ავოკადო და ა. შ.

თევზის ქონი

თევზის ქონი შეიცავს ორ ძირითად ცხიმოვან მჟავას ( DHA და EPA), რომელიც ამცირებს ანთებას და ასევე,გამოიყენება სამკურნალოდ.

დიეტური დანამატები, რომელიც შეიცავს თევზის ქონს შესაძლოა დაეხმაროს კანს ჰიდრატაციაში და გაამყაროს კანის ცხიმოვანი მჟავების ბარიერს.

თევზის ზეთი ასევე შეიძლება დაგეხმაროთ ფსორიაზის, კანის ქრონიკული, ანთებითი დაავადების მკურნალობაში, რომელიც იწვევს კანზე მშრალი, გაღიზიანებული ლაქების გაჩენას.

პრობიოტიკები

ალბათ გსმენიათ, რომ პრობიოტიკებს იყენებენ შარდის ბუშტისა და ფერმენტის ინფექციის დროს. ეს იმიტომ, რომ პრობიოტიკები ინარჩუნებენ სასარგებლო ბაქტერიებს თქვენს ნაწლავში, თქვენივე ჯანმრთელობისთვის.

ასე რომ, პრობიოტიკებით მდიდარ კვების რაციონს შეუძლია შეგინარჩუნოთ რბილი, გლუვი და ტენიანი კანი.

პრობიოტიკებს შეიცავს პროდუქტი,როგორიცაა იოგურტი, კეფირი, მწნილები, მჟავე კომბოსტო, მაგრამ თუ თქვენ კვების რაციონში ეს პროდუქტები არ შედის, შეგიძლიათ პრობიოტიკის დანამატები მიიღოთ.

კოლაგენი

კოლაგენის სახელი საკმაოდ პოპულარულია თმის და კანის მოვლის ინდუსტრიაში.

2019 წლის კვლევამ, რომელშც 69 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ იმ ქალებს, რომლებიც 2.5-5 გრამ კოლაგენს მოიხმარდნენ დღეში, 8 თვის განმავლობაში, ჰქონდათ საგრძნობლად კარგი შედეგი კანის დატენიანებისა და ელასტიურობის მხრივ. ასევე, 2.5-10 გრამი კოლაგენის დანამატის გამოყენებამ 4-დან 24 კვირამდე, მნიშვნელოვნად გაზარდა კანის ჰიდრატაციის დონე.

ჰიალურინის მჟავა

ჰიალურინის მჟავას, როგორც კანის მოვლის ინგრედიენტს, შეუძლია სასწაულები მოახდინოს ნაოჭის ხაზების მოშორებასა და კანის დატენიანებაში.

2017 წლის ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიალურონის მჟავას დამატებული ბიოტინი, იგივე C ვიტამინი, სპილენძთან და თუთიასთან ერთად მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის ტენიანობას და ელასტიურობას. ის ასევე შედეგიანი გამოდგა კანის სიუხეშესა და ნაოჭების გაქრობასთან ჭიდილში 40 დღის მოხმარების შემდეგ.

ცერამიდები

ცერამიდები არის ცხიმის მოლეკულები, რომელიც შეადგეს თქვენი კანის ბუნებრივი ბარიერის 50%-ს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიტამინები ახალია კანის მოვლის ინდუსტრიაში, ისინი იცავავენ კანს საზიანო ელემენტებისგან და იკავებენ ტენს.

ალოე ვერა

ალოე ვერა საუკეთესო საშუალებაა სიწითლისა და მზისგან გამომშრალი კანის სამკურნალოდ. ეს მცენარე შეიცავს მუკოპოლისაქარიდების მტევანს(მოლეკულების ჯაჭვი) და ეხმარება კანის ჰიდრატაციას. ის ხშირად გვხვდება დამატენიანებლებში.

წყარო: greatist.com

The post ტოპ 9 ვიტამინი და დანამატი მშრალი კანისთვის appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

  • ფორუმელი

ჰიალურონი და კოლაგენი + ომეგა

კიდევ თუთია

რეები არ ვყლაპე

სექტემბერში ისევ მიწევს ომეგას სმის დაწყება... ჰიალურონს და კოლაგენს ორ კვირაში განვაახლებ ეგეც მიწევს შესვენების მერე... მგონია რომ ესეც საკუთარ თავზე ზრუნვის საშუალებაა რა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 7/16/2021 at 9:30 PM, Rossi said:

დარჩა რამე კიდევ?

Coenzym Q10

მისი მოქმედების აღმომჩენმა ნობელის პრემია მიიღო,1978 წელს,
გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის,
ორგანიზმის გაახალგაზრდავებისთვის,
ორგანიზმის დაბერების პოცესების შეჩერებისთვის,
არ აძლევს დაბერების საშუალებას კანსაც.
 
 
დიახ,ორგანიზმის გამართული და სრულფასოვანი ფუნქციონირება გარკვეულწილად,
ორგანიზმში ამ ნივთიერების მარაგზეა  დამოკიდებულია.
ყველა გამაახალგაზრდავებელი კრემისა თუ ლოსიონის,თმის მოვლის საშუალებების შემადგენლობაში შედის,
მაგრამ ეს რაოდენობა არაა საკმარისი,უკეთესი ეფექტისთვის საჭიროა მისი მიღება კვებითი დანამატების ან კაფსულების სახით. 
 
ბალანსირებული კვებისას კი,მისი მიღება დამატებით,როგორც წესი, არაა საჭირო!

1coenzim Q10.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი დავითრიე. მომემატა მადა, ენერგია, აგრესია და სექსდრაივი. გირჩევთ :up:

Edited by დათვების მეგობარი

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share