Jump to content
×
×
  • Create New...

15 დანამატი სახსრების ტკივილის მოსახსნელად


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

როგორც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, დანამატებს შეუძლიათ გიხსნან სახსრების ტკივილისგან. ჯერ-ჯერობით არ არსებობს ერთი კონკრეტული დანამატი, რომელიც ყველასთვის ეფექტური გამოდგება, თუმცა კვლევების მიხედვით, არის რამდენიმე მათგანი, რომელიც სასარგებლოდ მოქმედებს სახსრებზე.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ 15 დანამატის შესახებ, რომელიც საუკეთესოა სახსრების ჯანმრთელობისთვის. ასევე, ვისაუბრებთ მათ დადებით თვისებებზე და გეტყვით, როგორ დარწმუნდეთ, რომ თქვენ მიერ არჩეული პროდუქტი უსაფრთხო და სასარგებლოა.

გლუკოზამინის სულფატი

ვინაიდან გლუკოზამინის სულფატი ხრტილის ძირითადი კომპონენტია, მისი დამატება ხელს უწყობს სახსრების ტკივილის განმუხტვას (ეს დანამატი წარმოიქმნება ნაჭუჭში ან დამზადებულია ლაბორატორიაში,და არა ადამიანის ხრტილისგან).

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს,რომ გლუკოზამინის სულფატის დანამატის ყოველდღიური მიღება ამცირებს ოსტეოართრიტთან დაკავშირებულ სახსრების ტკივილს და ანელებს მის პროგრესირებას.

ქონდროიტინი

ქონდროიტინი არის ხრტილის ნაწილი, რომელსაც აქვს უნარი, შეამციროს სახსრების ტკივილი და შეამსუბუქოს დაჭიმულობა. მაგალითად, 2015 წლის კვლევის მიხედვით, მონაწილეებს მუხლების ტკივილი შეუმცირდათ 20%-ით.

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ: ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გლუკოზამინისა და ქონდროიტინის დანამატების ერთად მიღება უფრო ეფექტური იქნება სახსრების ტკივილთან საბრძოლველად. სინამდვილეში, მათმა ერთად გამოყენებამ შესაძლოა გააუარესოს თქვენი სახსრების მდგომარეობა და პირიქით, გაზარდოს ტკივილის დონე. აუცილებლად, ესაუბრეთ ექიმს ამ დანამატების მიღებამდე.

თევზის ქონი

ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები არის ძალიან ძლიერი ანთებითი პროცესების მიმართ. ის საკმაოდ კარგად ებრძვის სახსრების ტკივილს.

2016 წლის კვლევის მიხედვით, ომეგა-3-ის დანამატების რეგულარული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს სახსრების დისკომფორტს და ხსნის დაჭიმულობას რევმატოიდული ართრიტის მქონე ადამიანებში.

გამა ლინოლის მჟავა

გამა ლინოლის მჟავა ომეგა-6-ის ცხიმოვანი მჟავები,  რომლრბსაც  შეუძლიათ სახსრების ანთებით პროცესებთან ბრძოლა.

რამდენად ეფექტურია ის ტკივილისა და დაჭიმულობის შესამსუბუქებლად?

2017 წლის კვლევის მონაცემებით,ადამიანებმა,რომლებსაც აწუხებდათ რევმატული ართრიტი და ყოველდღიურად იღებდნენ გამა ლინოლის მჟავას 6 თვის განმავლობაში,აღენიშნებოდათ ტკივილის მნიშვნელოვანი დაქვეითება სახსრების არეში. შემდეგ კი დადგინდა რომ გამა ლინოლის მჟავისა და თევზის ქონის ერთად მიღება უფრო ეფექტურად მოქმედებდა სახსრებისგან გამოწვეული დისკომფორტის საწინააღმდეგოდ.

მეთილსულფონილმეთანი( MSM)

MSM შეიცავს გოგირდს, რომელსაც ორგანიზმი იყენებს ჯანმრთელი ძვლების ჩამოსაყალიბებლად და ანტი-ანთებითი სტრუქტურების წარმოსაქმნელად.ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ MSM ეფექტურია ართრიტთან დაკავშირებულ სახსრების ტკივილთან და ანთებასთან დაბრძოლველად.

ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ: ექსპერტებმა ბევრი რამ არ იციან MSM–ის გრძელვადიანი უსაფრთხოების შესახებ. მოკლევადიანმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ მისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, დიარეა და თავის ტკივილი.

ჯანჯაფილი

ეს ცხარე ფესვი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნაერთს, გინჯეროლს, რომელსაც აქვს ტკივილის შემსუბუქებელი თვისებები, რაც შეიძლება ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც OTC მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი.

 

Boswellia Serrata

Boswellia Serrata  არის ინდური მცენარე, რომელიც წარმოქმნის საკმეველს, მაგრამ ის ასევე შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომლებსაც შეუძლიათ სახსრების ანთებისა და ტკივილის მოხსნა.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, მას შეუძლია ხელი შეუშალოს ხრტილის ზომაში შემცირებას, რაც აქვეითებს  სახსრების ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ართრიტი.

ვიტამინი E

ვიტამინს E-ს აქვს უნარი ებრძოლოს და შეამციროს სახსრების ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ოსტეროართრიტისგან.ის არის ანტიოქსიდანტიც და ანთების საწინააღმდეგო დანამატიც.

მუხლის ოსტეოართრიტის მქონე ადამიანებმა საკმაოდ კარგი შედეგი მიიღეს E ვიტამინის დანამატებით სარგებლობისგან,მაგრამ მისი მეგადოზების მიღებამდე,აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

დანამატის არჩევა სახსრების ტკივილისთვის:

სახსრების ტკივილის დანამატები, ისევე როგორც ყველა ვიტამინი და ნაერთი, მკაცრად არ რეგულირდება FDA- ს მიერ. ეს ნიშნავს, რომ უმჯობესია თავადვე გააკეთოთ კვლევა და აირჩიოთ კარგი რეპუტაციის მქონე პროდუქტი.

დაიწყეთ იმ დანამატების ძებნით, რომელიც გადამოწმებულია  რეპუტაციის მქონე სერტიფიკატორის მიერ, როგორიცაა United States Pharamcopeia, NSF International ან Consumer Lab.ამ ვერიფიკაციის მქონე პროდუქტები არის მაღალი ხარისხის და, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

 

მას შემდეგ რაც აირჩევთ დამოწმებულ დანამატს,მის მიღებამდე მიაკითხეთ ექიმს. სპეციალისტი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კონკრეტულ დანამატს  თქვენს ჯანმრთელობაზე და გაგათვიცნობიერებთ, არის თუ არა ეს თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.

წყარო: greatist.com

The post 15 დანამატი სახსრების ტკივილის მოსახსნელად appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share