Jump to content
×
×
  • Create New...

მერაბ ნინიძემ ახალ გერმანულ მინისერიალში მთავარი როლი შეასრულა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

8 აპრილს გერმანულ სატელევიზიო არხზე ZDF ახალი მინისერიალი Ballouz გამოდის, რომელშიც მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.

სიუჟეტის ცენტრში პროვიცნიული ქალაქის, უკერმარკის, ექიმი ბელუზი და მისი მედიკოსების გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის.

მინისერიალი 6 ეპიზოდისგან შედგება, თითოეულის ხანგრძლივობა 45 წუთია. უკანასკნელი ეპიზოდი ეთერში 22 პარილს გამოვა.

ნინიძის გარდა სურათში გერმანელი მსახიობები ჯულია რიხტერი, ვინსენტ კრუგერი და დენიელ ფრიცი თამაშობენ.

ZDF გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელსაც დასავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

ახლო მომვალში საქართველოს კინოთეატრებში მერაბ ნინიძის მონაწილეობით ბრიტანული მძაფრსიუჟეტიანი ჯაშუშური დრამა The Courier გამოვა.

The post მერაბ ნინიძემ ახალ გერმანულ მინისერიალში მთავარი როლი შეასრულა appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   209 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 208 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(4)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(11)