Jump to content
×
×
  • Create New...

ტეილორ უინკლევოსი: აშშ-ში ბიტკოინი არ აიკრძალება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_772963921-300x200.jpg

ტეილორ უინკლევოსი ფიქრობს, რომ ბიტკოინს აშშ-ში არ აკრძალავენ.

ბოლო წლების განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობამ კრიპტოვალუტაზე დაკვირვება სულ უფრო გააძლიერა. თუმცა ბიტკოინის სრული აკრძალვა ახლა ნაკლებად სავარაუდოა.

”ვფიქრობ, 2013 წელს რომ დავბრუნებულიყავით, ეს ერთგვარი ღია კითხვა იქნებოდა”, – უპასუხა უინკლოვსმა podcaster Peter McCormack-ს კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ბიტკოინის აკრძალვა ან რეგულაციების გამკაცრება.

”ვფიქრობ, რომ აშშ არასდროს გამოაცხადებს ბიტკოინს უკანონოდ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრეცედენტი შეიქმნა სასამართლოებში”,-აღნიშნა ტეილორ უინკლევოსმა.

ტეილორ უინკლევოსმა ასევე აღნიშნა, რომ მარეგულირებლები დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ. მისი თქმით, მარეგულირებლებმა გაითვალისწინეს კომპანიებისა და მომხმარებლების სურვილები.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ უინკლევოსმა, ცოტა ხნის წინ, პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც პროექტი “კრიპტოპედია” ფართო აუდიტორიას გააცნო. ეს იქნება უფასო შესაძლებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რათა კრიპტო ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი გახდეს.

The post ტეილორ უინკლევოსი: აშშ-ში ბიტკოინი არ აიკრძალება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share