Jump to content
×
×
  • Create New...

ნეიროქირურგის ტოპ რჩევები ასაკის მატებისას ტვინის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ქირურგის თქმით ცხოვრების წესის შეცვლა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას და ცვლის მის დაავადებასაც კი.

ექიმი გუფტა არის Emory-ს უნივერსიტეტის პრაქტიკოსი ნეიროქრურგი, რომელიც იკვლევს სიმსივნეებს და ანევრიზმებს. ის ასევე წერს თავის მეოთხე წიგნს სახელად „Keep Sharp: Build a Better Brain Any Age“, რომელიც გამოიცემა მომავალი წლის დასაწყისში.

აქ ის გვიზიარებს საუკეთესო რჩევებს და სტრატეგიებს თქვენს სხეულთან, საკვებთან და მენტალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომ შეინარჩუნოთ მახვილი და ჯანმრთელი გონება.

მიიჩნიეთ უმოქმედობა დაავადებად

ნეიროქირურგის თქმით მოძრაობას საოცარი გავლენა აქვს ტვინის ფუნქციონირებაზე. სწორედ ამიტომ ის გვირჩვევს,რომ თუ შეგვიძლია ვიდგეთ ან ვიაროთ შეხვედრების, სატელეფონო ზარების ან  სხვა აქტივობების დროს, თამამად გავაკეთოთ ეს. უკეთესია მიგვაჩნდეს უმოქმედობა დაავადებად ვიდრე ვიფიქროთ იმაზე, რომ ფიზიკური ქმედუნარიანობა დამღლელია.

ყოველთვის იყავით მზად ვარჯიშისთვის

ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის ანთებით პროცესებს, და ავითარებს ახალი ნეირონების წარმოქმნას ტვინში. უმჯობესია ივარჯიშოთ მინიმუმ 150 წუთი კვირაში.

იარეთ, ისაუბრეთ, მოიხსენით დაძაბულობა

გაისეირნეთ მეგობართან ერთად და ისაუბრეთ თქვენ პრობლემებზე. მოძრაობა, სოციალიზაცია და სტრესის მოხსნა დეტოქსივით მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ექიმი გუპტა აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის ვარჯიშობდა სრულიად მარტო, მაგრამ მეგობრებთან ერთად სეირნობამ საგრძნობლად შეცვალა მისი ტვინის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ.

აუცილებლად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის შემცველობა,

ჭარბი შაქარი, ხშირ შემთხვევაში, მომწამვლელია, რაც იწვევს ნეირონების კვდომას და შესაძლოა, ასევე გამოიწვიოს კოგნიტური დაქვეითება.

მიიღეთ ნამდვილი საკვები და არა სხვადასხვა ნუტრიენტები და დანამატები

ნამდვილი საკვები შეიცავს უამრავ სასარგებლო კომპონენტს (როგორიცაა ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები). ისინი „მოგზაურობენ“ თქვენს ორგანიზმში და ეხმარებიან კიდეც რეცეპტორებს, ისე რომ, ზოგიერთ სასარგებლო ინგრედიენტს შეუძლია მათი ფუნქციაც კი შეითავსოს. ექიმი გუფთა ამას უწოდებს „დაცვის ეფექტს“. ასე რომ, ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ნამდვილი საკვების მიღება, მაგალითად , როგორიცაა თევზი ბევრად უკეთესია, ვიდრე თევზის ქონის დანამატის მიღება კაფსულის სახით.

ჭამის ნაცვლად,დალიე

როგორც ექიმი გუფტა ამბობს, ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას და წყურვილი გვერევა შიმშილში. საშუალო დონის დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება დაარღვიოს თქვენი ენერგიისა და ტვინის მუშაობის რიტმი. იმის გათვალისწინებით, რომ ტვინი, ფაქტობრივად, მთლიანად შედგება წყლისგან, მხოლოდ 2%-მა დეჰიდრატაციამაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს მახსოვრობაზე, ინფორმაციის გადამუშავებასა და აზროვნებაზე. ნეიროქირურგი ამბობს, რომ მას ყოველთვის თან აქვს წყლით სავსე ბოთლი და ცდილობს, წყლის სმის დღიური ნორმა შეასრულოს.

გაატარე დრო მეგობრებთან ერთად

ექიმი გუპტასთვის, მიუხედავად მისი დატვირთული ცხოვრებისა, პრიორიტეტი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება გახდა იმ მიზეზით, რომ ეს პროცესი მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და შესაბამისად, გონების ფუნქციონირებაზე დადებით გავლენას ახდენს.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც უფრო აქტიური სოციალური ცხოვრება აქვთ, უფრო დაცულები არიან ალცაიმერის მსგავსი კოგნიტური დაავადებებისგან.

სცადეთ ბუშტის მეთოდი

დოქტორი გუპტა იტარებს ანალიტიკურ მედიტაციას, ტექნიკას, რომელიც მან თავად დალაი ლამასგან ისწავლა. (ორივე აღიარებს, რომ მედიტაცია რთულია.) ის გთავაზობს, რომ იფიქროთ დახუჭული თვალებით პრობლემაზე, რომლის მოგვარებას ცდილობთ, ამგავარად გამოყოფთ მას ყველაფრისგან, მოათავსებით დიდ, სუფთა ბუშტში. ეს დაგეხმარებათ პრობლემის ემოციებისგან იზოლირებაში და მის ლოგიკურად გადაჭრაში.

 

ჯანმრთელი ტვინისთვის შეინარჩუნეთ „იკიგაი“

„იკიგაი“ იაპონური სიტყვაა და ნიშნავს  „თქვენი მიზეზი არსებობისთვის“. მას იყენებენ „ოკინავაში“, სადაც გონებრივი დაავადებები მცირეა. დოქტორი გუფტას თქმით, მიზნის ქონაში არის ძალა. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ამბობს, რომ ძალიან რთულია ერთ დღესაც დაჯდე და კითხო საკუთარ თავს თუ რა არის მისი მიზანი. თავისი ახალი წიგნისთვის კვლევისას, მან დაადგინა, რომ მოქმედებები წინ უსწრებდა აზროვნებას. ის ამბობს, რომ ეს მხოლოდ საქმიანობა იყო, რაც მას აინტერესებდა.მსგავსი აქტივობების შედეგად პოულობ მიზანს, იქნება ეს მოხალისეობა, მწვრთნელობა, მუსიკა, წერა თუ ხელოვნება. ის ამბობს, რომ მნიშვნელობას იძენს ხალხის დახმარებით, სამედიცინო ინფორმაციის გაზიარებით თუ პაციენტების მკურნალობით. ამ პროცესში დიდ როლს თამაშობენ  მისი ოჯახის წევრები და მეგობრები.

 

როგორც ექიმი გუფტა ამბობს, მას ხსშირად ეკითხებიან უნდა ჩაიტარონ თუ არა ტესტი ალცაიმერის დაავადებაზე. ნეიროქირურგი კი პასუხობს, რომ ალცაიმერით დაავალდებული ადამიანების მხოლოდ 25% -ს აქვს ამ დაავადების გენეტიკური ისტორია. ადრეულ ასაკში დაწყებული ალცჰეიმერს რაც შეეხება, ამით დაავადებული ადამიანების მხოლოდ 1%-ს ან უფრო ნაკლებს აქვს ეს დაავადება მემკვიდრეობით გადაცემული. ეს პაციენტები ავადდებიან 30 წლის ასაკამდე და ამჯობინებენ ექიმთან ვიზიტს სათანადო დახმარების მისაღებად. გვიანდელ ასაკში დაწყებული ალცჰეიმერი კი დაავადებულთა 25%-ში გვხვდება. ამასთან, ეს არ არის განსაზღვრული და ექსპერტების აზრები იყოფა იმის შესახებ, ღირს თუ არა ამის ტესტირება, რადგან თქვენი ცხოვრების წესი და ჩვევები უფრო მეტად აისახება თქვენი ტვინის ჯანმრთელობაზე, ვიდრე გენეტიკაზე, როგორც ამბობს ექიმი გუფტა. მაგრამ თუ მაინც გსურთ შემოწმება, გააკეთეთ ეს თქვენი ექიმისა და გენეტიკური კონსულტანტის მითითებით.

წყარო: prevention.com

The post ნეიროქირურგის ტოპ რჩევები ასაკის მატებისას ტვინის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებით appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share