Jump to content
×
×
  • Create New...

ეთერიუმის და ბიტკოინის მაინერებმა მარტში რეკორდული შემოსავალი მიიღეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

მარტი ეთერიუმისა და ბიტკოინის მაინერებისათვის წარმატებული თვე გამოდგა. პირველი კრიპტოვალუტის მაინერებმა 1.75 მილიარდი დოლარის, ხოლო ეთერიუმის მაინერებმა კი 1.38 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს.

BTC-ის მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი მარტში 28.7%-თ გაიზარდა, მაშინ როცა ETH-ის მაინერების შემოსავალი მხოლოდ 0.73%-ით. ამასთან  შესრულებულ ტრანზაქციებზე საკომისიოს სახით მიღებული შემოსავლის პროცენტული მაჩვენებელი  ორივე შემთხვევაში შემცირებული იყო. თებერვალში ეთერიუმის მაინერებმა შემოსავლის 52.87% უშუალოდ ტრანზაქციების საკომისიოს სახით მიიღეს. მარტში ეს მაჩვენებელი 47.22%-მდე შემცირდა.

ბიტკოინის მაინერებმა ტრანზაქციების საკომისიოს სახით 167.21 მილიონი დოლარი მიიღეს, რაც მთლიანი შემოსავლის 9.55%-ს შეადგენს. თებერვალთან შედარებით საკომისიოს მოცულობა 10.7%-ით შემცირდა. გარდა ამისა, 20 მარტს ბიტკოინის მაინერების დღიური შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – დღე-ღამის განმავლობაში მათ 60 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს.

წყარო:https://bits.media

http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/04/050421_btc_miner_revenue.jpg

The post ეთერიუმის და ბიტკოინის მაინერებმა მარტში რეკორდული შემოსავალი მიიღეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share