Jump to content
×
×
  • Create New...

გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან


Recommended Posts

  • ფორუმელი

თუთიყუშების პრობლემა

უცნაურია, რომ მწვანე ტროპიკული ფრინველები ჰესეს სკვერში (გერმანია) თავს მშვენივრად გრძნობენ. მეკობრეთა გემიდან დახსნილი ლტოლვილები არ გეგონოთ, ისინი პატრონებს გაუფრინდნენ და ბუნებაში სწრაფად გამრავლდნენ.

ეს სამხრეთაზიური სახეობა (Psittacula krameri) აშშ-სა და ევროპაში მანამ იყიდებოდა, სანამ ველური ფრინველებით ვაჭრობა აიკრძალებოდა. ახლა კი ის სხვა სახეობის თუთიყუშთან (Myiopsitta monachus) ერთად ჰავაიზე, კალიფორნიაში, ფლორიდაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მავნებლად იქცა. „პირდაპირ რომ ვთქვათ, შინაურ ცხოველებად უვარგისები არიან. ხმაურობენ, იკბინებიან და პატრონებსაც ბეზრდებათ“, – ამბობს ასაფ შვარცი, კონსერვაციონისტი ბიოლოგი ხაიფიდან (ისრაელი). თუთიყუშები ანადგურებენ ნათესებს, საფრთხეს უქმნიან ადგილობრივ ფრინველებს, დევნიან გადაშენების პირას მყოფ ღამურების სახეობას ესპანეთში  და მასიური ბუდეებით ხშირად აზიანებენ ელექტროსადენებს.

კანარის და სეიშელის კუნძულებზე თუთიყუშების პოპულაციის შემცირების კამპანიები ხელს უწყობს ადგილობრივ ფრინველთა სახეობების გამრავლებას, თუმცა მათი საქმიანობა ხშირად სადავო ხდება. მიუხედავად ყველაფრისა, “ადამიანებს უყვართ თუთიყუშები”, – ამბობს ბრიტანელი კონსერვაციონისტი ჯიმ გრუმბრიჯი. – ემი ალიპიო

მეცნიერები რვაფეხას კიდურების მოძრაობებს შეისწავლიან

STOCK_NationalGeographic_2474103-1024x57ფოტო: დევიდ ლიტშვაგერი

რვაფეხას მოქნილი მოძრაობების დათვლა მარტივი საქმე არაა. საზღვაო ბიოლოგიის ლაბორატორიის მკვლევრებმა შეისწავლეს 10 რვაფეხა, რომლებიც 2 საათის განმავლობაში სხვადასხვა მოქმედებას ასრულებდნენ. მათ კიდურების 16 563 მოძრაობა დაითვალეს. მოლუსკების მოძრაობების შესწავლა დაეხმარება ინჟინრებს “რბილი რობოტული” ხელების შემუშავებაში, რომლებიც გამოსადეგი იქნება ფაქიზი ქირურგიული პროცედურების ან სახიფათო ნანგრევების შემოწმებისას. – ჯორდან სალამა 

ჰაერივით მსუბუქი მზის ენერგიის შემგროვებელი

STOCK_Cover-Final-1024x576.jpgფოტო: ანასტასია სერინი, KAUST

ულტრამსუბუქი მზის ფოტოელემენტების ტექნოლოგიაში თხელი და დრეკადი ნიშნავს, რომ ელემენტის გაჩერება საპნის ბუშტის ზედაპირზეცაა შესაძლებელი. შემქმნელების თქმით, ამ ელემენტებს შიდა და გარე სინათლის ენერგიის შთანთქმით შეუძლიათ აამუშაონ სამედიცინო პლასტირები, დრონების სენსორები და სხვა პატარა ზომის მოწყობილობები. – ჯორდან სალამა 

The post გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share