Guest Merlin Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სკოლების და ბაღების პედაგოგების ჩართვაზე საუბარი იყო და ეს საკითხი კიდევ უფრ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინების რიცხვი გაიზარდა. „იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იყო წინა საბჭოზე საუბარი, ახლა როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, ეს გახლავთ ე.წ ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფართოების შემდგომ და ვფიქრობთ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ჩვენ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც საქართველოში შემოტანილი ჩინური ვაქცინის პრეზენტაცია შედგა. საბჭოს მორიგი შეხვედრა ხვალ უნდა გაიმართოს. საქართველომ ჩინეთისგან 100 000 დოზა SINOPHARM- ის ვაქცინა 2 აპრილს მიიღო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობა საქართველოს კიდევ ერთ სახეობას, SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. “ჩინეთის მთავრობა საქართველოს, ასევე გადასცემს უსასყიდლოდ SINOVAC-ის ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი დოზა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა აზერბაიჯანში. წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამჟამად არსებული რეგულაციებით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება სამედიცინო პერსონალს და 55 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. განათლების სამინისტრო მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს – ბოლო სტატისტიკა სკოლებიდან Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა