Jump to content
×
×
  • Create New...

პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელთა ვაქცინაციის დაწყებაზე საბჭო გადაწყვეტილებას მალე მიიღებს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში სკოლების და ბაღების პედაგოგების ჩართვაზე საუბარი იყო და ეს საკითხი კიდევ უფრ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინების რიცხვი გაიზარდა.

„იმუნიზაციის პროცესში პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იყო წინა საბჭოზე საუბარი, ახლა როცა ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, ეს გახლავთ ე.წ ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილებოდა ასაკობრივი გაფართოების შემდგომ და ვფიქრობთ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ჩვენ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც საქართველოში შემოტანილი ჩინური ვაქცინის პრეზენტაცია შედგა.  საბჭოს მორიგი შეხვედრა ხვალ უნდა გაიმართოს.

საქართველომ ჩინეთისგან 100 000 დოზა SINOPHARM- ის ვაქცინა 2 აპრილს მიიღო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მთავრობა საქართველოს კიდევ ერთ სახეობას, SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.

“ჩინეთის მთავრობა საქართველოს, ასევე გადასცემს უსასყიდლოდ SINOVAC-ის ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი დოზა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა აზერბაიჯანში. წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამჟამად არსებული რეგულაციებით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება  სამედიცინო პერსონალს და 55 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

განათლების სამინისტრო მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს – ბოლო სტატისტიკა სკოლებიდან

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   155 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 154 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(1)