Jump to content
×
×
  • Create New...

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები ქობულეთის სკოლებში


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ქობულეთის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა დროებით დაიხურა. ვირუსი დაუდასტურდა ტექნიკური სამსახურის თანამშრომელს. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

კოვიდის შემთხვევები გამოვლინდა ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაშიც. ტესტირების შემდეგ კოვიდი დაუდასტურდა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს. ინფიცირებულები არიან მათი ოჯახის წევრები.

დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სოფელ მუხაესტატეს სკოლის მეცხრე კლასიც.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე აცხადებს, რომ ხვალიდან მუნიციპალიტეტის 46-საჯარო და 3-კერძო სკოლაში სავალდებულო ტესტირება ჩატარდება.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   191 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 190 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(1)