Jump to content
×
×
  • Create New...

გამუდმებული შიმშილის 15 მიზეზი

Guest Merlin
 Share

Recommended Posts

გემრიელი კერძის მირთმევის შემდეგაც გრძნობთ შიმშილს? რამდენად ხშირად წაგიცდებათ ხელი საჭმლისკენ ღამის სამ საათზე?
თუ ეს თქვენთვის ნაცნობი სიტუაციაა, თქვენ მარტო არ ხართ: ზოგიერთ ადამიანს უფრო ხშირად აწუხებს შიმშილი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, როგორიცაა ფარისებრი ჯიკვლის პრობლემა, ან მაგალითად, კონკრეტული ანტიდეპრესანტი, რომლის მიღებაც შიმშილის გრძნობას გიმძაფრებთ, მაგრამ თუ თქვენ სრულად ჯანმრთელი ხართ, მუდმიმად შიმშილის შეგრძნება თქვენი კვების ან ცხოვრების წესის ბრალია. ეს ნიშნავს იმას, რომ პრობლემა მოგვარებადია. როგორ შეგვიძლია გამოსწორება?
არსებობს 15 ძირითადი მიზეზი, რაც ხსნის მუდმივად შიმშილის შეგრძნების პრობლემას.

1.თქვენ არასაკმარისად გძინავთ

ძილის ნაკლებობამ შეიძლება ხელი შეუშალოს მადის მარეგულირებელი ჰორმონების გამოყოფას, რაც საბოლოოდ ზრდის შიმშილის შეგრძნებას. გრელინი, ჰორმონი, რომელიც ასტიმულირებს შიმშილს, მატულობს, როდესაც თქვენ ძილი გაკლდებათ. ლეპტინი კი, რომელიც სიგნალს აძლევს ორგანიზმს დანაყრებისას, მცირდება. გარდა ამისა, რაც უფრო მეტ საათს ატარებთ გაღვიძებულ მდგომარეობაში, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ მაცივრიდან საჭმელი გამოიღოთ და მიირთვათ.
ღამე დაახლოებით შვიდი საათი უნდა გეძინოთ, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოწყობილობების ლურჯი გამოსხივება უარყოფითად აისახება თქვენი ძილის ხარისხზე. შეიმუშავეთ წესი: დაძინებამდე ტელეფონის, კომპიუტერის და სხვადასხვა მოწყობილობების, ისევე როგორც საუზმის საწოლში მირთმევა, განსაკუთრებული და გამონაკლისი შემთხვევა უნდა იყოს და არა ყოველდღიურობა.

2.თქვენ „სვამთ“ თქვენს საჭმელს, იმის მაგივრად რომ იკვებოთ

საკვების ჩამნაცვლებელი კოქტეილებისა ან ხილის სმუზების უმეტესობა დიდხანს არ დააკმაყოფილებს თქვენი შიმშილის შეგრძნებას. ასე რომ, თუ თქვენი დილა პროტეინის კოქტეილით იწყება, ამით აიხსნება, რატომ ხართ მუდმივად მშიერი.
ის, რომ სითხის სახით საკვების მიღება არ განაყრებთ, სხვადასხვა მიზეზით აიხსნება. პირველი, სითხის სახით მიღებულ საკვებს ადამიანის ორგანიზმი ერთ საათზე ნაკლებ დროში ინელებს, მაშინ როცა მყარი საკვების მონელებას ორიდან ოთხ საათამდე სჭირდება; მეორე, დაბლენდერებული საკვების მონელება მარტივია, რადგან ნაკლებად სჭირდება დაშლა, შესაბამისად უფრო მალე გშივდებათ.
საკვების დაღეჭვა და მისი მექანიკური დამუშავება მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდხანს ღეჭვა გავლენას ახდენს ნაწლავის ჰორმონებზე, რომლებიც ხელს უწყობს შიმშილის გრძნობის შემცირებას და ზრდის დანაყრების შეგრძნებას.

3.თქვენ არ იკვებებით ისე, როგორც საჭიროა

იქნებ თქვენ არ მოგწონთ საუზმე, ან თქვენი სამუშაო გრაფიკი ლანჩის დროს ემთხვევა, ან უბრალოდ ჭამა „დაგავიწყდათ“. მნიშვნელოვანია პრიორიტეტად ვაქციოთ კონკრეტული დროების მიხედვით კვება. კვლევებით დასტურდება, რომ საუზმის გამოტოვება ასოცირდება დამატებით შაქრის მიღებასთან, საუზმე კი ამცირებს იმპულსურად, დაუფიქრებლად წახემსების (snacking) სურვილს.
თუ გავიწყდებათ კონკრეტულ დროს საკვების მიღება, ჩაინიშნეთ დროები და თქვენს მობილურში დააყენეთ მაღვიძარა, რომელიც შეგახსენებთ, რომ თქვენი ჭამის დრო მოვიდა.

4.თქვენ ბევრ გაზიან სასმელს იღებთ

გჭირდებათ კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ გაზიანი სასმელები ამოიღოთ თქვენი კვების რაციონიდან? მაშინ ეს ინფორმაციაა თქვენთვისაა. გაზიანი სასმელები, ცივი ჩაი და სხვადასხვა ტკბილი სასმელები გაჯერებულია ფრუქტოზის მაღალი კონცენტრაციის სიმინდის სიროფით, კვლევებით კი მტკიცდება, რომ მსგავსი შემადგენლობა პირდაპირ არის დაკავშირებული შიმშილის გამძაფრებასთან და დანაყრების შეგრძნების შემცირებასთან.
ეს იმიტომ ხდება, რომ ფრუქტოზას მიღება ხელს უშლის ჩვენს ტვინს დაამუშაოს და აღიქვას სიგნალები ჰორმონ ლეპტინიდან, რომელიც დანაყრების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. როცა ჩვენი ტვინი ამგვარად მუშაობს და ორგანიზმი ვერ ხვდება, რომ მას არ შია, საკვებს ვიღებთ დაუფიქრებლად, მაშინაც კი თუ უკვე წესით დანაყრებულები ვართ.

5.თქვენი ვახშამი დაკონსერვებული საჭმლისგან შედგება

ბევრი დაკონსერვებული პროდუქტი შეიცავს ქიმიურ ბისფენოლ A-ს, იგივე BPA-ს, რომელიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებისთვის. ექსპერტების თქმით, BPA-ს დაბალი შემცველობა ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ნივთიერებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს წონაზე. 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, BPA ცვლის ჰორმონების, ლეპტინისა და გრელინის დონეს ორგანიზმში. ამ ჰორმონების დონის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი შიმშილის შეგრძნება.

6.საკმარისად მსუყე და კალორიული საუზმე არ გქონდათ

დედები მართლები არიან, საუზმე დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა. დილით მიღებული მხოლოდ ერთი ფინჯანი ყავა არაფერს ნიშნავს.
კემბრიჯის უნივერისტეტის მკვლევარების ხანგრძლივი კვლევის თანახმად, ადამიანებმა, რომლებიც საუზმეზე მხოლოდ 300 კალორიას მიირთმევდნენ, თითქმის ორჯერ მეტი მოიმატეს, ვიდრე მათ, ვინც დილით 500 ან მეტ კალორიას იღებდა. ამის მიზეზი ისაა, რომ დილით მაღალკალორიული საუზმის მიღება სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეს მთელი დღის განმავლობაში მცირედ ზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები სურვილი გექნებათ, მიიღოთ დიდი რაოდენობით საკვები.

7.თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობის სალათს

მწვანე ფოთლოვანი სალათების შემადგენლობაში შედის ვიტამინი K, ინსულინის მარეგულირებელი საკვები ნივთიერება, რომელიც ეხმარება ადამიანს ჭამის ძლიერი სურვილის დაძლევაში. თქვენ უნდა მიიღოთ 120 მიკროგრამი K ვიტამინი დღეში, რაც დაახლოებით უდრის 200გ კომბოსტო კალეს.

8.თქვენ არ სვამთ ჩაის საკმარის რაოდენობას

ამერიკაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანებმა, რომლებმაც დალიეს შავი ჩაი მაღალი ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების მიღების შემდეგ, მათ სისხლში 10 პროცენტით შემცირდა შაქრის დონე ჭამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ მათ დანაყრების შეგრძნება დიდი ხნის განმავლობაში გაყვებათ.

9.თქვენ არ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს

დეჰიდრატაცია ხშირად გავს შიმშილის შეგრძნებას. გგონიათ, რომ გშიათ, თუმცა სინამდვილეში წყალი გჭირდებათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ძლიერი წყურვილის დროს, ჰიპოთალამუსი, თავის ტვინის ის ნაწილი, რომელიც არეგულირებს შიმშილსა და წყურვილს, თქვენს ტვინს უგზავნის არასწორ ინფორმაციას, რაც გაიძულებთ იფიქროთ, რომ გსურთ საჭმლის მიღება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი გჭირდებათ.

10.თქვენ მოწყენილი ხართ

მოწყენილობა წონის მატების მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დადგინდა კავშირი მოწყენილობისადმი მიდრეკილებასა და ზედმეტ ჭამას შორის. საკუთარი თავის შესამოწმებლად, ნამდვილად მშიერი ხართ თუ არა, წარმოიდგინეთ უზარმაზარი სტეიკის ნაჭერი. თუ ნამდვილად გშიათ სტეიკი მიმზიდველი იქნება, მაგრამ თუ ის მაცდურად არ გამოიყურება, დიდი ალბათობაა, რომ არა ჭამა, არამედ სხვა რამეზე ყურადღების გადატანა გჭირდებათ.

11.ძალიან ხშირად აღნიშნავთ თქვენი ცხოვრების ბედნიერ მომენტებს ალკოჰოლით

თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს წონაზეც.
2017 წელს, თაგვებზე ჩატარებული ცდების მიხედვით დადგინდა, რომ მას შემდეგ რაც მათ ალკოჰოლი მიაღებინეს, თაგვების ტვინში გააქტიურდა ის ნეირონები, რომლებიც აძლიერებენ ჭამის სურვილს. მსგავსი კვლევა ადამიანებზე არ ჩატარებულა, შესაბამისად არ არის დადასტურებული, იგივენაირად მოქმედებს თუ არა ალკოჰოლი ადამიანის ტვინზეც.

12.თქვენ ძალიან გადაღლილი და დასტრესილი ხართ

თუ თქვენ ძალიან რთული სამუშაო დღე გქონდათ, მეტია ალბათობა იმისა, რომ ჭამის სურვილი გაგიძლიერდეთ. როდესაც ორგანიზმი ნერვიულობს და სტრესშია, გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრიანი, ცხიმიანი ან მარილიანი საკვების მიმართ მოთხოვნილება. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნილება ჯანსაღი პროდუქტებით დავიკმაყოფილოთ.

13.ძალიან დიდ დროს უთმობთ სოციალურ ქსელში მადისაღმძვრელი საჭმლის ფოტოების ან ვიდეოების ყურებას

მთელი დღის განმავლობაში, Instagram-ზე არაჯანსაღი, მაგრამ მიმზიდველი საკვების ფოტოებისა და ვიდეოების ყურება შეიძლება გახდეს თქვენი მუდმივად შიმშილის შეგრძნების მიზეზი. ჟურნალ “Brain and Cognition”-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მსგავსი კონტენტის ყოველდღიურად ყურებამ შეიძლება „ვიზუალურად მშიერი“ გაგხადოთ. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ჭარბოწიანი ადამიანების ტვინი უფრო მძაფრად რეაგირებდა საკვების ფოტოებზე, მაშინაც კი, თუ ისინი არ იყვნენ მშივრები, ვიდრე იმ ადამიანების, ვისი წონაც ჯანსაღად ითვლება. ასე რომ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი მიირთვათ ბურგერი, ალბათ არც ისე კარგი იდეაა ბურგერის სურათების დათვალიერება.

14.თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობის ცილებს

თუ სწრაფი კვების საუზმეების მომხმარებელი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ მათი უმეტესობა ცარიელი ნახშირწყლებია და ვერ უზრუნველყოფენ თქვენს დანაყრებას. პურდუის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში, თითოეული კვების დროს მიიღოთ 30 გრამი ცილა, ეს გაზრდის დანაყრების შეგრძნებას.

15.არ იღებთ საკმარისი რაოდენობის ბოჭკოს შემცველ საკვებს

ბოჭკოს შემცველი საკვები აძლიერებს დანაყრების შეგრძნებას. ყველაზე კარგ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიირთვათ 10 გრამი თითოეული კვების დროს. ბოჭკოს მაღალი შემცველობით გამოირჩევა ისეთი საკვები, როგორიცაა თხიეული, მარცვლეული, ბოსტნეული – კონკრეტულად კი, ბროკოლი, სტაფილო და ასევე ბურღულეული.

წყარო – menshealth.com

The post გამუდმებული შიმშილის 15 მიზეზი appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

ვიზიტორი

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share