Jump to content
×
×
  • Create New...

იოგა თუ პილატესი? რა განსხვავებაა მათ შორის?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

პილატესსა და იოგას ხშირად ერთ ჭრილში მოიხსენიებენ. ორივე მათგანი გონებრივი და ფიზიკური ვარჯიშის კომბინაციაა, მათი დახმარებით შესაძლებელია სტრესტთან გამკლავება, თუმცა მათ სხვადასხვა ისტორია აქვთ.

იოგა ჩრდილოეთ ინდოეთში, დაახლოებით 5,000 წლის წინ შეიქმნა, პილატესი კი დაახლოებით 100 წლის წინ, ჟოზეფ პილატესმა შეიმუშავა.

ორივეს შემთხვევაში, განსხვავებულია სუნთქვის ტექნიკა.

სუნთქვა მნიშვნელოვანია ორივესთვის, მაგრამ ტექნიკა – განსხვავებული. იოგას მასწავლებელი მოძრაობების შესრულების დროს აუცილებლად გეტყვით, რომ ისუნთქოთ მუცლით. ეს ტექნიკა გამოიყენება მედიტაციისთვის, სტრესის მოსახსნელად. პილატესის დროს, რადგან უფრო დატვირთულია სხეული, ინსტრუქტორი გეტყვით, რომ უნდა ისუნთქოთ გულ-მკერდით, ზურგით და არა მუცლით. სუნთქვის მსგავს ტექნიკას დიაფრაგმულს უწოდებენ.

იოგა საუკეთესო საშუალებაა მედიტაციისთვის

იოგა მედიტაციასთან ერთად, გმატებთ მოქნილობას და განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს. თუ უფრო აქტიური, ინტენსიური ვარჯიში გსურთ, მაშინ პილატესი ნამდვილად თქვენთვისაა.
პილატესისა და იოგას შესასრულებლად სხვადასხვა სახის აღჭურვილობა გჭირდებათ
იოგას კლასებში სავარჯიშოდ ძირითადად ხალიჩა გამოიყენება. დამატებითი აღჭურვილობა იშვიათ შემთხვევებში მხოლოდ დამწყებებს შეიძლება დასჭირდეთ. იოგას შესასრულებლად საჭირო სხვა აღჭურვილობებია: ბალიში, ქამარი, პლედი და ბორბალი. პილატესის ვარჯიშების შესასრულებლად სპეციალურ ტრენაჟრებს იყენებენ.

პილატესი სხვადასხვა ფორმით არ სრულდება. იოგას კი უამრავი ნაირსახეობა აქვს. ნებისმიერი ვარჯიშის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ინსტრუქტორი, რომელიც გასწავლით და გაძლევთ მითითებებს. ამიტომ სანამ გადაწყვეტთ, რომელს მიანიჭებთ უპირატესობა, დარწმუნდით, რომ თქვენი ხელმძღვანელი ნამდვილად პროფესიონალია.

შეჯამება

პილატესი და იოგა თანაბრად სასარგებლო ვარჯიშებია, თუმცა მათ შორის არჩევანის გაკეთება თუ გსურთ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ თქვენი მიზნები. კუნთების გაძლიერებაზე თუ ზრუნავთ, უმჯობესია ვარჯიში პილატესით დაიწყოთ. ასაკის მატებასთან ერთად, კუნთოვანი მასა იკარგება. ამ პრობლემის თავისად ასაცილებლად კუნთების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. მოქნილობის გაზრდა თუ გსურთ, იოგას მიანიჭეთ უპირატესობა. უძრავი ცხოვრების წესი მოქნილობის და ელასტიურობის დაქვეითებას ხშირად იწვევს. თუ დარწმუნებული არ ხართ, პილატესსა და იოგას შორის რომელ მათგანზე შეაჩეროთ არჩევანი, შეგიძლიათ ორივე მათგანით დაკავდეთ. მათი კომბინაცია დაგეხმარებათ მენტალურ და ფიზიკურ გაჯანსაღებაში, ამასთან ერთად შეძლებთ განწყობის ამაღლებას.

წყარო – myprotein.com

The post იოგა თუ პილატესი? რა განსხვავებაა მათ შორის? appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   137 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 137 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(14)
    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(3)
    • Googlebot(4)