ფორუმელი კარქი გოგო Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 2 საათის წინ, Artie said: წარმოიდგინეთ მარტო 2-სართულიან სახლში + მე-2 სართული, სადაც ღამე მარტო სიარული (არათუ ძილი) რაღაცნაირად გულს გიფრთხიალებს, რადგან იმავე სართულზეა შენი გარდაცვლილი პაპა-ბებიის სურათები. ნუ, სხვა ოთახში, მაგრამ დიდი ვერაფერი შვება. შენ მაინც გულადი გოგო ხარ და რისკავ ხოლმე იქ ძილსაც (შენი მიზეზები გაქვს). მშვიდობიანადაც გადაგქონდა, სააანააამ...: ღამე გამეღვიძა და უცბად დავინახე, უსიცოცხლო (მაგრამ არა მკვდარი) ქალი როგორ მეწვა გვერდზე. (დიდ ლოგინზე ვიწექი). პანიკაში ჩავვარდი და მგონი ფეხების რტყმა დავუწყე. შემდეგ წამოვხტი, შუქის ასანთებად გავვარდი და... გამეღვიძა. ო.O იმ ღამეს რამდენჯერმე "გამეღვიძა" ასე. ანუ სიზმარში "მეღვიძებოდა" (ან არც). ერთხელ ხმაურმა გამაღვიძა. ცირკის მუსიკა შემოდიოდა ქუჩიდან. მოდიოდნენ და თან უკრავდნენ. ეგრევე წამოვვარდი და ფანჯარასთან მივვარდი. მაგრამ ვერ დავინახე. დილით მეზობელ დაქალ ბებიას ვკითხე ამის შესახებ და უარყო. არაფერი გამიგიაო. ბიიჭო, არადა ყველაფერი, ყვეეელაფერი ისეთი ცხადი იყო. სიზმრის ნატამალიც არ ეტყობოდა არაფერს. ... კიიდევ: ადამიანისა და ირმის თუ კურდღლის (? ამ წამს ვეღარ ვიხსენებ) აჩრდილი მინახავს; ხმები და სიცილიც გამიგია მაშინ, როცა წესით არ უნდა გამეგო; მტევანზე ხელის ჩაჭიდებაც მიგრძვნია და მერე თავს ვირწმუნებდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი გარდაცვლილი პაპა იყო. ??????♀️??♀️??♀️??♀️??♀️ იქვე განვუტევებდი სულს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 @Artie ან მოგეჩვენა, ან არ მოგეჩვენა მაინც მგონია, მოგეჩვენა არაფერია საშიში ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Mulan Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 9 საათის წინ, ChariotGod said: @Mulanმოგვიყევი როგორ აგინე ვიღაცას. :] მე სულ ვიგინები! წუხელ ძილის წინ მურსაც ვეძახე ფაქიუთქო. ჩემ ცხოვრებაში უცნაურობები ხდება ხოლმე, არც ისე იშვიათად, მაგალითად 15 წლის ასაკში ღამით არამეულად მოლაპარაკე ხმებმა გამაღვიძეს და ზუსტად ვიცი არ მომჩვენებია კაი ხანს ვისმენდი სანამ არ დავრწმუნდი რომ არ მეჩვენებოდა და კივილის მერე გაიკრიფნენ. წლების მერე აღმოვაჩინე რომ არამეულლ ენაზე საუბრობდნენ. წლების მანძილზე ჩემ საწოლთან ფეხების დიამეტრის მრგვალი ცხიმიანი წერტილი მხვდებოდა, ზუსტად იმ წერტილიდან ვგრძნობდი ღამით მზერას რომ ვიღაც იდგა და მიყურებდა და მაღვიძებდა. გავწმენდდი პარკეტს არაფერი ხდებოდა და ყოველ იმ ღამეს როცა ეს განცფა გამაღვიძებდა დილას ის რგოლიც მხვდებოდა პარკეტზე რომელიც თეთრი და სუფთა იყო ყველა ადგილში, იქ არაფერსაც არ ვდებდი, ძილის წინ არაფერი და დილას იგივე! მოკლედ ეს და კიდევ რაღაცები ჯერ ვერ ამიხსნია. შეიძლება აქვს რაციონალური ახსნა მარა მე ჯერ ვერ ვახერხებ. ჰო და შეიძლება ვფანტაზიორობ. არ ვიცი. არც ამას გამოვრიცხავ. იმდენად მოსაწყენია ადამიანებთან ცხოვრება შეიძლება სპეც ვფანტაზიორობ! 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი კარქი გოგო Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 @Artie @Mulanმე მაგიჟებთ ხო???? დღეიდან რამე ძლიერი დამაძინებელი მიბოძეთ თუ შეიძლება 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 @კარქი გოგო 57 minutes წინ, marguerite said: ან მოგეჩვენა, ან არ მოგეჩვენა მაინც მგონია, მოგეჩვენა 2012 წლის არჩევნების პერიოდი იყო. საშიში იყო ნაცების საწინააღმდეგოს თქმა ან მოქმედება. მამაჩემს ეკიდა და საჭირო დროსაც აფიქსირებდა თავის აზრს და საარჩევნო 5-იანების ბანერიც ჩამოგლიჯა ჩვენი ღობიდან. იმ დღეს მინდორში სამუშაოდ ყოფნისას ნაცების 'ფლეშკა' მამაჩემს უკნიდან მიეპარა (სხვანაირად ვერ მოერეოდა) კრისულად და ბიტა ჩაარტყა (თუ ურტყა). სასწრაფომ საავადმყოფოში წაიყვანა. და ამის გამო ვიყავი ძალიან დასტრესილი. ისედაც არ მქონდა მაშინ სახარბიელო სულიერი მდგომარეობა. ალბათ სტრესმა გამოიწვია. ძალიან რეალური კი იყო. :დ აბა, კარგად ყოფნისას რატომ არასდროს გადამხდენია მსგავსები? :დ და მაინც... კარგა ხანს მართლა მჯეროდა ან თავს ვირწმუნებდი. :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 @Artie ცუდი ამბებია. მთავარია ხომ ჩაიარა მშვიდობით. არ გამოვრიცხავ მსგავს რამეებსაც, შესაძლოა მოხდა კიდეც. უბრალოდ არასდროს დამმართნია(იმედია არც დამემართება) და უშიშარიც ვარ საკმაოდ. ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Artie Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 1 საათის წინ, marguerite said: ცუდი ამბებია. მთავარია ხომ ჩაიარა მშვიდობით. რამდენიმე ხანი (მგონი 1 კვირაზე მეტი) საავადმყოფოში იწვა. კარგად დასრულდა, რაც მთავარია. 1 საათის წინ, marguerite said: იმედია არც დამემართება იცი? შინაგან პანიკასთან ერთად რაღაცნაირად მიმზიდველიცაა... ვერ აღვწერ... მეშინოდა, მაგრამ მაინც მინდოდა ხოლმე, ისევ მწვეოდნენ ზებუნებრივები... (უსიცოცხლო ქალის მსგავსები არა ოღონდ. ეგ ნამეტანი იყო. ) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი საწყალი ოსვალდო რიოსი Posted 5 აპრილი, 2021 Posted 5 აპრილი, 2021 ეგზისტენციალური იყო თუ ჰორიზონტალური არ ვიცი, მაგრამ კაი ჰორორი კი ვჭამე ერთხელ, როცა სოფელში სახლის სახურავზე მდგომს ფეხი გამიცურდა 2 მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა