Jump to content
×
×
  • Create New...

ეგზისტენციალური ჰორორები


01000001
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რას შემოვდიოდი,შეიძლება მარტო სათაურის გამო აღარ დამეძინოს

Share on other sites

1 minute წინ, კარქი გოგო said:

რას შემოვდიოდი,შეიძლება მარტო სათაურის გამო აღარ დამეძინოს

მოყევი!

Share on other sites

  • ფორუმელი

წარმოიდგინეთ მარტო 2-სართულიან სახლში + მე-2 სართული, სადაც ღამე მარტო სიარული (არათუ ძილი) რაღაცნაირად გულს გიფრთხიალებს, რადგან იმავე სართულზეა შენი გარდაცვლილი პაპა-ბებიის სურათები. ნუ, სხვა ოთახში, მაგრამ დიდი ვერაფერი შვება.

შენ მაინც გულადი გოგო ხარ და რისკავ ხოლმე იქ ძილსაც (შენი მიზეზები გაქვს). 

მშვიდობიანადაც გადაგქონდა, სააანააამ...:

ღამე გამეღვიძა და უცბად დავინახე, უსიცოცხლო (მაგრამ არა მკვდარი) ქალი როგორ მეწვა გვერდზე. (დიდ ლოგინზე ვიწექი).

პანიკაში ჩავვარდი და მგონი ფეხების რტყმა დავუწყე. შემდეგ წამოვხტი, შუქის ასანთებად გავვარდი და... გამეღვიძა. ო.O

იმ ღამეს რამდენჯერმე "გამეღვიძა" ასე. ანუ სიზმარში "მეღვიძებოდა" (ან არც).

ერთხელ ხმაურმა გამაღვიძა. ცირკის მუსიკა შემოდიოდა ქუჩიდან. მოდიოდნენ და თან უკრავდნენ. ეგრევე წამოვვარდი და ფანჯარასთან მივვარდი. მაგრამ ვერ დავინახე.

დილით მეზობელ დაქალ ბებიას ვკითხე ამის შესახებ და უარყო. არაფერი გამიგიაო. 

ბიიჭო, არადა ყველაფერი, ყვეეელაფერი ისეთი ცხადი იყო. :( სიზმრის ნატამალიც არ ეტყობოდა არაფერს.

...

კიიდევ: ადამიანისა და ირმის თუ კურდღლის (? ამ წამს ვეღარ ვიხსენებ) აჩრდილი მინახავს; ხმები და სიცილიც გამიგია მაშინ, როცა წესით არ უნდა გამეგო; მტევანზე ხელის ჩაჭიდებაც მიგრძვნია და მერე თავს ვირწმუნებდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი გარდაცვლილი პაპა იყო.

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი

ალბათ უკეთესად მოვყვებოდი, გონება სათანადოდ რომ მომიშავებდეს ახლა.

თუმცა შეიძლება მაინც ვერ გადმომეცა ისე, როგორი შემაძრწუნებელიც სინამდვილეში იყო.

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share