Jump to content
×
×
  • Create New...

ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება

თუმცა, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა.

“მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. (საგულისხმოა, რომ ორი დღის წინ, საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იმყოფებოდა. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებს)”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მცირედ არის გაზრდილი რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას და შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება.

სამინისტრო აცხადებს, რომ ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება და ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გავრცელდება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share