Jump to content
×
×
  • Create New...

ყინულის გალაქტიკა

Recommended Posts

  • ფორუმელი

ფოტოგრაფი ბილი (დავით) ბილიხოძე ხშირად ირჩევს ერთ თემას და შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობს მასზე. მისი ორიგინალური სერიები, რომლებითაც მან სრულიად სხვა თვალით დაგვანახა მაკროობიექტივით გადაღებული ზამთრის ხმელი ყვავილები თუ წელიწადის სხვადასხვა დროს დრონით აღბეჭდილი საქართველოს გზები, 2019 წელს ჩვენი ჟურნალის ივლისისა და სექტემბრის ნომრებში გამოქვეყნდა.

  • DSC03479_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DSC03668_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DSC03590_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DSC07574_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DSC08191_print-1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

„თბილისის ზღვაზე ძლიერი ყინვისას ხშირად შეხვდებით ნაპირზე, მზის მოლოდინში, ყინულით ასე დატყვევებულ მცენარეებს. ყინვაში სეირნობისას ხშირად აღმომიჩენია მცენარეების შეჩერებული წამი“. – ბილი ბილიხოძე

„თბილისის ზღვაზე ძლიერი ყინვისას ხშირად შეხვდებით ნაპირზე, მზის მოლოდინში, ყინულით ასე დატყვევებულ მცენარეებს. ყინვაში სეირნობისას ხშირად აღმომიჩენია მცენარეების შეჩერებული წამი“. – ბილი ბილიხოძე

ამ ყინულის შირმის მიღმა შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი სამყარო იმალება. ყინულს მოწითალო ელფერს მის უკან არსებული რკინის ნაჭერი და დანათებული მზის სხივები სძენს.

ეს „მთათა სისტემა“ ფოტოგრაფმა დილით მანქანის კარზე აღმოაჩინა.

კახეთში სეირნობისას „ყინულის ძაფებით მოქარგული ყვავილების სიმფონიასაც“ შეიძლება გადააწყდეთ.

გააზიარეთ ფოტო

ამჯერად გთავაზობთ სერიას, რომელშიც ყინულისა და ფიფქის გასაოცარი მრავალფეროვნებაა აღბეჭდილი. „წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, თუმცა ჩემთვის ზამთარი ყველაზე შემოქმედებითი სეზონია. ის თოვლსა და ყინულს იყენებს მასალად და გასაოცარ ფორმებს ძერწავს, – ამბობს ბილი, – მაკროობიექტივში მოხვედრილ ამ სამყაროში მთელი კოსმოსი შეიძლება დაინახო“.

  • DSC07611_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DSC08166_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DSC03488_print-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • DSC09176_print-1-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

როდესაც ვამბობ, რომ ზამთარი მხატვარია, სწორედ ეს მოჭირხლული მავთული მახსენდება, რომელიც ბორჯომში შევნიშნე.

ხანდახან ზამთარი ისეთი სილამაზის ფორმებს ქმნის, როგორიც ეს ყინულის მარგალიტებით მორთული ნაძვებია.

ამ სტალაგმიტების მსგავს ფორმაციას, რომლის შიგთავსიც მცენარის გამხმარი ღეროებია, გულგრილად ვერ ჩავუარე.

„გაყინულ სამყაროში გასაოცარი თავგადასავლები გადაგხდებათ, მით უფრო, თუკი ასეთი „ყინულის ავტობანების“ გავლა მოგიწევთ“.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო დამეფიქსირებინა ერთმანეთისგან სრულიად  განსხვავებული ფორმები და ფაქტურა, რომლებსაც იღებს ყინული იმის მიხედვით, თუ როგორ ზედაპირზე იყინება: „ყველამ ვიცით, რომ არც ერთი ფიფქი ერთმანეთს არ ჰგავს. ყოველი მათგანი უნიკალურია. ასევეა ყინულის თითოეული ფიგურაც, – ამბობს ბილი, – ზამთარში, როცა მოყინავს ხოლმე, ჩემთვის ყველა კუთხე-კუნჭულში ზღაპრული სამყარო ჩნდება“.

DSC06749_print.jpg ზამთარში განსაკუთრებით საინტერესო ფორმები შეიძლება მიიღოს ისეთმა უსახურმა რაღაცებმა, როგორიც, მაგალითად, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებია.

The post ყინულის გალაქტიკა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share