Guest Merlin Posted 3 აპრილი, 2021 Posted 3 აპრილი, 2021 პირველი კრიპტოვალურტის ვოლატილობა ხშირად სახელდება ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რის გამოც უოლ-სტრიტის ინვესტორები ბიტკოინში დაბანდებას თავს არიდებენ. თუმცა, JPMorgan-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ მაჩვენებელი ნორმალიზდება. საინვესტიციო ბანკის მკვლევარების ჯგუფმა ნიკოლაუს პანიგირცოღლუს (Nikolaos Panigirtzoglou) ხელმძღვანელობით აღნიშნა, რომ ბიტკოინის ფასის მკვეთრმა ცვალებადობამ შენელება დაიწყო. ექვსი თვის მანძილზე პირველი კრიპტოვალუტის ვოლატილობამ 72% შეადგინა, რაც გაცილებით ნაკლებია წინა მაჩვენებლებზე, რომლებიც 100%-ს აღემატებოდნენ. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/04/030421_btc_volatility.png „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ბიტკოინის ვოლატილობის პიკი და თებერვლის ბოლოს მისი კლება ვნახეთ. ეს პოზიტიური ნიშანია. ვოლატილობის ნორმალიზაციას ინსტიტუციონალური ინვესტორების ბიტკოინისადმი ინტერესის გამყარება შეუძლია. მითუმეტეს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში მათ ამ აქტივში ინვესტიციები საგრძნობლად შეამცირეს.“ ამასთან, თავად ბიტკოინის ვოლატილობა არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შეფარდება ოქროს ანალოგიურ მაჩვენებელთან. თუ ბიტკოინის ვოლატილობა ოქროს ვოლატილობას მიუახლოვდება „შესაძლოა BTC დოვლათის დაგროვების უფრო მნიშვნელოვან საშუალებად გადაიქცეს, რადგან ინვესტორებს „ციფრული ოქრო“ უფრო იზიდავთ, ვიდრე ჩვეულებრივი.“ კომპანია CoinShares-ის მონაცემებით, ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა ბიტკოინში დაბანდებები 2020 წლის ოქტომბრის დონემდე შეამცირეს. წყარო:https://bits.media The post JPMorgan:„ბიტკოინის ვოლატილობის ნორმალიზაცია ინსტიტუციონალურ ინვესტორებს მოიზიდავს“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა