Guest Merlin Posted 3 აპრილი, 2021 Posted 3 აპრილი, 2021 ბოლო დღეებში კრიპტოვალუტის ბაზარზე უმნიშვნელო ზრდაა, თუმცა ეთერიუმისთვის ეს პერიოდი წარმატებული გამოდგა – მეორე კრიპტოვალუტის კურსმა ისტორიაში პირველად 2150$-ს მიაღწია. ჯერ კიდევ ორი თვის წინ ETH-ის კურსმა 1500$-ს გადააჭარბა და განაგრძო ზრდა. 20 თებერვალს კი მონეტის ფასმა 2000$-ს მიაღწია.შემდეგ ფასი კვლავ ჩამოვიდა 1500$-მდე. ამჟამად კურსი 2100$-ია. მეორე კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო კრიპტოვალუტის მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია კი 2 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდა. ეთერიუმის წარმატებას 14 აპრილს დაგეგმილი Berlin-ის ჰარდფორკი განაპირობებს. განახლების შედეგად ეთერიუმის ვირტუალური მანქანის (EVM) გაუმჯობესება და სმარტ კონტრაქტების სხვადასხვა ოპტიმიზაციების დამატება მოხდება. ასევე დამატებული იქნება ეთერიუმის გაუმჯობესების რამდენიმე შეთავაზება (EIP). ივლისში ეთერიუმის ქსელში EIP-1559-ის აქტივაცია იგეგმება, რომელმაც ტრანზაქციაზე საკომისიოს ფასი საგრძნობლად უნდა დაწიოს. ამან მაინერების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათი შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება. წყარო: https://bits.media The post ისტორიაში პირველად ETH-ის კურსმა 2150$-ს მიაღწია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა