Guest Merlin Posted 3 აპრილი, 2021 Posted 3 აპრილი, 2021 ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა ავარიულია. ამ მიზეზით მაღალკონტინგენტიანი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის შენობას ბზარები აქვს: „ქ. ბათუმის #16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (ბზარები რამდენიმე კედელზე), მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორშაბათიდან სასწავლო პროცესი გაგრძელდეს დისტანციური სწავლების ფორმით, დროებით საკითხის შესწავლამდე“, – აცხადებენ უწყებაში. უკვე წლებია მე-16 სკოლა, რეაბილიტაციას საჭიროებს. 2019 წელს, სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლის მიზნით ტენდერიც გამოცხადდა. მაშინ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში თანხას 2021 წელს გაითვალისწინებდნენ. ბათუმის ერთ-ერთი მაღალკონტინგენტიანი სკოლა, სადაც 900-მდე მოსწავლე დადის, ბათუმის ძველ ავტოსადგურთან მდებარეობს. ექვემდებარება თუ არა შენობა რეაბილიტაციას, ან რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩაუტარდეს სკოლას იმისათვის, რომ სწავლა განახლდეს, ამას ექსპერტები დაადგენენ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა