Guest Merlin Posted 2 აპრილი, 2021 Posted 2 აპრილი, 2021 ანალიტიკური კომპანია Glassnode-ის კვლევების თანახმად, კრიპტოვალუტების მომხმარებლების ახალი თაობა HODL სტრატეგიას ირჩევს და BTC-ს შეძენის შემდეგ ერთიდან ექვს თვემდე ინახავს. ასეთი მომხმარებლების უმეტესობას მონეტები ბოლოდროინდელი „ხარების ბაზრის“ დროს აქვს შეძენილი. ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ასეთი მომხმარებლების რიცხვი 500%-ით გაიზარდა. „ბევრი მათგანი როგორც BTC-ის ხანგრძლივად შემნახველი კლასიფიცირდება.“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები. Glassnode-ის თანახმად, ბიტკოინები რომელთა შეძენა 10800$-58000$-ად მოხდა, არსებული ბიტკოინების 25%-ს შეადგენენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ HODL-ის სტრატეგიის მიმდევარი მომხმარებლები ბიტკოინების დაგროვებას „ხარების ბაზრის“ დროსაც განაგრძობდნენ. „შენახული მონეტების რაოდენობა იზრდება . ბირჟებიდან მუდმივი გადინება კი იმაზე მიუთითებს, რომ დაგროვების ტემპი არ ნელდება.“ Glassnode-ის მონაცემებით ბოლო 12 თვის განმავლობაში მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინების 3% ბირჟებიდან საფულეებზე იყო გადატანილი, თითქმის 75% კი ბოლოს ტრანზაქციებში მაშინ მონაწილეობდამ როცა ბიტკოინის ფასი 10800$-ს შეადგენდა. არსებული მონაცემები შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ, რომ ბაზრის მონაწილეების უმეტესობა გრძელვადიანი ინვესტორია. წყარო: https://bits.media The post კრიპტოვალუტების ახალი მომხმარებლები ბიტკოინის შენახვას ამჯობინებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა