Jump to content
×
×
  • Create New...

კრიპტოვალუტების ახალი მომხმარებლები ბიტკოინის შენახვას ამჯობინებენ


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ანალიტიკური კომპანია Glassnode-ის კვლევების თანახმად, კრიპტოვალუტების მომხმარებლების ახალი თაობა HODL სტრატეგიას ირჩევს და BTC-ს შეძენის შემდეგ ერთიდან ექვს თვემდე ინახავს. ასეთი მომხმარებლების უმეტესობას მონეტები ბოლოდროინდელი „ხარების ბაზრის“ დროს აქვს შეძენილი. ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, ასეთი მომხმარებლების რიცხვი 500%-ით გაიზარდა.

„ბევრი მათგანი როგორც BTC-ის ხანგრძლივად შემნახველი კლასიფიცირდება.“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

Glassnode-ის თანახმად, ბიტკოინები რომელთა შეძენა 10800$-58000$-ად მოხდა, არსებული ბიტკოინების 25%-ს შეადგენენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ HODL-ის სტრატეგიის მიმდევარი მომხმარებლები ბიტკოინების დაგროვებას „ხარების ბაზრის“ დროსაც განაგრძობდნენ.

„შენახული მონეტების რაოდენობა იზრდება . ბირჟებიდან მუდმივი გადინება კი იმაზე მიუთითებს, რომ დაგროვების ტემპი არ ნელდება.“ 

Glassnode-ის მონაცემებით ბოლო 12 თვის განმავლობაში მიმოქცევაში მყოფი ბიტკოინების 3% ბირჟებიდან საფულეებზე იყო გადატანილი, თითქმის 75% კი ბოლოს ტრანზაქციებში მაშინ მონაწილეობდამ როცა ბიტკოინის ფასი 10800$-ს შეადგენდა. არსებული მონაცემები შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ, რომ ბაზრის მონაწილეების უმეტესობა გრძელვადიანი ინვესტორია. 

წყარო: https://bits.media

The post კრიპტოვალუტების ახალი მომხმარებლები ბიტკოინის შენახვას ამჯობინებენ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   239 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 239 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(1)