Jump to content
×
×
  • Create New...

ციფრული ევრო მომდევნო ოთხ წელიწადში გამოვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა (Christine Lagarde) ციფრული ევროს გამოსვლასთან დაკავშირებით ვარაუდი კვლავ გამოთქვა . მან განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სახელმწიფო კრიპტოვალუტა შესაძლოა უახლოეს ოთხ წელიწადში გამოუშვას, თუ ზაფხულში მარეგულირებლები ციფრული ევროს განვითარების გეგმას მოიწონებენ.

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამას სწორად ვაკეთებთ – ჩვენ ვალდებულება გვაქვს ევროპელების წინაშე.“- განაცხადა ლაგარდმა ბლუმბერგთან ინტერვიუში.

„მოდით რეალისტები ვიყოთ. ჩემი აზრით, მთლიანი პროცესი ოთხ წელიწადს ან შესაძლოა ცოტა მეტსაც გასტანს.“

ECB იმ 8000 კომენტარის გამოქვეყნებას აპირებს, რომლებიც სახელმწიფო კრიპტოვალუტის პოტენციური ამოქმედების საჯარო განხილვის ფარგლებში შემოვიდა. შედეგები ევროპარლამენტს გადაეცემა, რის შემდეგაც ECB გადაწყვეტს გააგრძელოს თუ არა ციფრულ ევროსთან პრაქტიკული ექსპერიმენტები.

ექსპერიმენტების გაგრძელების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილება ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადაში იქნება მიღებული.

„ეს ტექნიკური პროექტია, ასევე ფუნდამენტური ცვლილება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემას კი არ დავამსხვრევთ, არამედ გავაუმჯობესებთ.“  

ლაგარდმა დაამატა, რომ ციფრული ევროს პოტენციური ამოქმედების შემთხვევაში ქაღალდის ფული კვლავაც ხელისაწვდომი იქნება.

წყარო: https://www.bnnbloomberg.ca

 

The post ციფრული ევრო მომდევნო ოთხ წელიწადში გამოვა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share