Guest Merlin Posted 2 აპრილი, 2021 Posted 2 აპრილი, 2021 თბილისის შემდეგ, კოვიდ19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა. ვირუსი დაუდასტურდა მე-5 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლესაც. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, მოზარდს კორონავირუსი ოჯახის წევრებისგან გადაედო. „ჯერ არა აქვს სკოლას მიღებული გადაწყვეტილება კლასი გადავა თუ არა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ის უფროსკლასელია და პირბადეს ატარებდა, ჩვენი რეკომენდაციით, არ არის აუცილებელი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ბოლო ორ კვირაში, მოსწავლეებს შორის ვირუსის დადასტურების ეს პირველი შემთხვევაა. რაც შეეხება მასწავლებლებს, გასულ კვირაში ერთი შემთხვევა გვქონდა მეორე საჯარო სკოლაში“, – აღნიშნა ბულიამ. დღეს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 523 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთში 78 დაფიქსირდა. წყარო: რადიო ათინათი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა