Guest Merlin Posted 2 აპრილი, 2021 Posted 2 აპრილი, 2021 „კოვიდ19“-ით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო კასპის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა სამთავისის საბავშვო ბაღში. „უსაფრთხოების მიზნით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა ქვემო ჭალის, იგოეთისა და სამთავისის საჯარო სკოლები და ერთი საბავშვო ბაღი“, – განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნანა ნონიაშვილმა. 25 მარტიდან დღემდე, კასპის მუნიციპალიტეტის დასახელებულ სოფლებში „კოვიდ-19“-ის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ორ დღეში შემთხვევების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით იკლო, გუშინ გამოვლინდა 15, დღეს კი ოთხი ახალი შემთხვევა. სულ კასპის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 123 პირი იმყოფება. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 160-ს შეადგენს. მათ შორის 221 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში კი 525 პირი იმყოფება. წყარო: 1tv Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა