Jump to content
×
×
  • Create New...

რა ჩაიწერება მოსწავლის სკოლაში დასწრების ახალ დოკუმენტში და როდის ეყოლება განათლების სისტემას სოციალური მუშაკები – ახალი დეტალები


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, აპრილის თვიდან, განათლების სისტემას ეყოლება სოციალური მუშაკები, ის ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ბავშვების განათლების უფლებაზე, როგორც სკოლებთან, ასევე ოჯახებთან. საამისოდ კონკურსი უკვე დასრულებულია.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ 2 აპრილს განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით გამართულ ონლაინ კონფერენციაზე – „ბავშვთა შრომა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში და მის მიღმა“.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ბავშვის უფლება და ხელმისაწვდომობა განათლებაზე. სამინისტრომ ახლა დადო კვლევა, რომელიც გულისხმობს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირების მექანიზმს. ჩვენი მიზანი არაა ხელი მოვკიდოთ ბავშვს და წავიყვანოთ პირდაპირ სკოლაში, რადგან ბავშვს, სკოლას და მშობლებს სჭირდებათ მომზადება, რათა ეფექტური იყოს ბავშვის ჩართვა სასკოლო პროცესში“, – განმარტავს ეკა დგებუაძე.

მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ძალიან სწრაფად ელიან დოკუმენტის დამტკიცებას, რომელიც მოსწავლეს მოსწავლის სტატუსს შეუჩერებს, თუკი ის სკოლას 45 დღის განმავლობაში უწყვეტად აცდენს.

„რაც შეეხება მნიშვნელოვან კომპონენტს, განათლების სისტემას აქვს დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს სკოლაში დასწრების პროცესს და ჩვენ უკვე შევიტანეთ ამ დოკუმენტში ცვლილება. სამწუხაროდ, დღესდღეობით 90 დღის გაცდენის უფლება აქვს ბავშვს, შესაძლებელია, რომ 90 დღე გააცდინოს და სწორედ 90 დღის შემდეგ უჩერდება მოსწავლეს მოსწავლის უფლება, ეს არის შეჩერება მოსწავლის უფლების. ჩვენ ამ დოკუმენტის გარშემო ვიმუშავეთ, შევამცირეთ ეს დღეები 45 დღეზე და გარდა ამისა, ყოველი ერთი კვირის შემდეგ, უკვე გაიწერა ვალდებულება, რომ ყოველდღიურად დამრიგებელს აქვს ვალდებულება მოიკითხოს ბავშვის სკოლაში არგამოცხადების მიზეზი. ამ პროცესში ჩაერთვებიან სოციალური მუშაკები და კარგი ინფორმაციაა ის, რომ აპრილის თვიდან განათლების სისტემას ეყოლება სოციალური მუშაკები. ჩვენ დავასრულეთ კონკურსი და აპრილის თვიდან გაჩნდებიან ის ადამიანები, რომლებიც იმუშავებენ ბავშვების განათლების უფლებაზე, როგორც სკოლებთან, ასევე ოჯახებთან. და მნიშვნელოვანი საკითხი არის უკვე რეფერირების საკითხი, სადაც იდენტიფიცირება მოხდება იმ განსხვავებული საჭიროების, სადაც ჩვენი მანდატი სრულდება და მნიშვნელოვანია სხვა უწყებაში არსებული სოციალური მუშაკები იყვნენ ჩართულები. ეს დოკუმენტი პროცესშია და ველოდებით უწყებებიდან კომენტარებს. როგორც კი დაგვიბრუნდება, ამ ახალ მოდელს, რომელიც გაიწერა 45-დღემდე და ყოველი დღე გაწერილია, სადაც წერილობით პასუხისმგებლობას იღებს სკოლა და სოციალური მუშაკი თითოეულ ბავშვთან მიმართებაში ძალიან სწრაფად დამტკიცდება”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს 293-მა ბავშვმა მიატოვა სწავლა, შრომაში ჩართვის გამო.

ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ რეალური რიცხვი კიდევ უფრო მაღალი იქნება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სკოლას აქვს რეაგირების, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, არის ტენდენცია, რომ მსგავსი ინფორმაცია ფარული დარჩეს. რის მიზეზადაც სახელდება ის, რომ ოჯახისთვის ხშირად ბავშვის შრომა ერთადერთი გამოსავალია, ეკონომიკური სიდუხჭირის, ან ინფორმაციის ნაკლებობის გამო და შესაბამისად, უწყებებს არ მიმართავენ პედაგოგებიც.

აღნიშნული რისკები გაზარდა პანდემიამ და პანდემიის პირობებში დისტანციურად სწავლების რეჟიმმა. ამან კიდევ უფრო გაართულა შრომაში ჩართული ბავშვის იდენტიფიცირება, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის მიღმა რჩება ამის გამო.

ინტერნეტზე წვდომის პრობლემა ასევე სახელდება ერთ-ერთ მიზეზად, რაც გამამართლებელ საბაბად აღიქმება განათლებაზე უარის თქმისა და შრომაში ჩაბმის შემთხვევაში.

საქართველოში 10 404 ბავშვს სკოლაში არასდროს უვლია – რა გეგმა აქვს სამინისტროს

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   248 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 246 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(2)
    • t-90