Jump to content
×
×
  • Create New...

8 აპრილიდან თბილისის კინოთეატრები განახლებული აფიშით ბრუნდება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

8 აპრილიდან თბილისის კინოთეატრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებელს უმასპინძლებს.

ჩვენებები კინოთეატრების ქსელ Cavea-ში და კინოთეატრ ამირანში გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია გაიხსნება თუ არა 8 აპრილს ბათუმის კინოთეატრი “აპოლო”.

“დაუჯერებელია, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც კინოში არ ვყოფილვართ. ამხელა იძულებითი შესვენების შემდეგ კინოში დაბრუნება, დიდი ეკრანი, პრემიერები, მეგობრებთან გაზიარებული ემოციები და შთაბეჭდილებები, კინოს შეუდარებელი ატმოსფერო კიდევ უფრო დიდი დღესასწაულია. ვიცით, როგორ ენატრება კინომოყვარულებს კინოთეატრი და ჩვენც მათთან ერთად სულმოუთქმელად ველოდებით 8 აპრილს”. – ამბობს კინოთეატრების ქსელის Cavea-ს წარმომადგენელი, სალომე კუპრაშვილი.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, კინოთეატრების ადმინისტრაციას სეანსების ჩატარება რეგულაციების დაცვით მოუწევთ. სეანსზე ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. კომენდანტის საათის გათვალისწინებით, უკანასკნელი ჩვენება 18:00 საათზე გაიმართება. სეანსებს შორის მოხდება დარბაზების დეზინფექცია.

განახლებული აფიშა როგორც ახალი, ისე გასულ წელს გამოსულ ფილმებს მოიცავს. ახლო მომავალში მაყურებელი შემდეგ სურათებს იხილავს: Warner Bros.-ის მთავარი ბლოკბასტერი “გოძილა კონგის წინააღმდეგ”, კრისტოფერ ნოლანის უკანასკნელი ნამუშევარი “Tenet”, ყველასათვის საყვარელი ანიმაცია, “ტომი და ჯერის” სრულმეტრაჟიანი ფილმი, ლეგენდარული კომპიუტერული თამაშის, “Mortal Kombat”-ის ახალი ეკრანიზაცია, ბრიტანული ჯაშუშური დრამა “კურიერი”, რომელშიც მთავარ როლებს ბენედიქტ კამბერბეტჩი და მერაბ ნინიძე ასრულებენ, დისნეის ახალი ანიმაცია “რაია და უკანასკნელი დრაკონი”.

კინოთეატრების ადმინისტრაციის განცხადებით ეკრანებზე ასევე წლევანდელ ოსკარზე ნომინირებული ფილმები გამოვა.

The post 8 აპრილიდან თბილისის კინოთეატრები განახლებული აფიშით ბრუნდება appeared first on filmmaker.ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   149 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 147 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(14)
    • Chrome(19)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(3)