Jump to content
×
×
  • Create New...

საქსტატი: მარტში წლიური ინფლაცია 7.2% იყო


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2021 წლის მარტში წლიური ინფლაცია 7.2% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები  4.2 %-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: ჯანმრთელობის დაცვა (13.6%-იანი ზრდა); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (12.0%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (8.9%-იანი ზრდა); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (7.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (5.8%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5.7%-იანი ზრდა).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი – შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ განაპირობა:  საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (36.1%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (3.6%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.6%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.5%-იანი ზრდა).

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   28 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 27 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(1)