Jump to content
×
×
  • Create New...

ციფრული ბანკინგი: Black Mirror გვიახლოვდება?


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ციფრული ბანკინგი ფინანსური ოპერაციების მომავალს წარმოადგენს. ძალიან მალე ტრადიციული ბანკების საქმიანობის მოდელი შეიცვლება. კლიენტების მონაცემებზე ორიენტირება ბანკებს თითოეული მომხმარებლისთვის მასზე მორგებული პროდუქტისა თუ სერვისის შეთავაზების საშუალებას მისცემს. 

„მომავლის ბანკი“ სხვადასხვა სერვისის ეკოსისტემის ცენტრალური ნაწილი გახდება. ონლაინმაღაზიები, საკვები ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები თავიანთ აპლიკაციებს ბანკისას დაუკავშირებენ. ეს ყველაფერი API-სა და Open Banking-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

API ანუ Application Programming Interface როგორც ფინანსურ, ასევე სხვა ტიპის ორგანიზაციებს, ინფორმაციის გაცვლის მიზნით, ერთმანეთთან აკავშირებს. რაც შეეხება Open Banking-ს, ეს მსოფლიო საფინანსო სექტორის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც კომპანიებს კლიენტის მონაცემებზე წვდომასა და თავიანთ ციფრულ პროდუქტებში საბანკო სერვისების ჩაშენების საშუალებას აძლევს. მომხმარებლების თანხმობის საფუძველზე, კომერციული ბანკები კლიენტების  შესახებ ინფორმაციას ცვლიან, შედეგად კი, მომხმარებელს მასზე მაქსიმალურად მორგებულ პროდუქციას სთავაზობენ.

ციფრული ბანკინგის მიმართულებით საქართველოში სფეისი ლიდერობს. ეს არის პირველი სრულიად ციფრული ნეობანკი, რომელსაც არ აქვს ფილიალები და მომხმარებლებისთვის მხოლოდ მობილური აპლიკაციის სახით არსებობს. სფეისის გენერალური მენეჯერი ლაშა გურგენიძე Business Feed-თან ინტერვიუში გვიყვება, რომ Open Banking-ის ტექნოლოგიური საფუძველი API სერვისების განვითარება გახდა. მისი განცხადებით, API-ის გამოყენება შესაძლებელია როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე, სხვა კომპანიების მიერაც და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. 

სფეისის მთავარი ხიბლი მისი სიმარტივე, სისწრაფე და გამჭვირვალობაა. დღეს მისი მეშვეობით შესაძლებელია, ყველა საბანკო ბარათს ერთ სივრცეში მოუყარო თავი, დისტანციურად გახსნა ანგარიში, აიღო სესხი და ა.შ. სფეისის მიზანი თავიდანვე ციფრული ბანკინგის მთლიანი პლატფორმის შექმნა და შემდეგ მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა იყო. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადადგმულია და სფეისი უკვე უზბეკეთის მარკეტზე ოპერირებს.

freepik-1.jpgFreepik

სფეისი თიბისის გუნდმა შექმნა. ლაშა გურგენიძის განცხადებით, თიბისის სურდა, მოძველებული სერვისების ე.წ. „კანიბალიზაცია“ მოეხდინა. გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავისთვის კონკურენტი თავად შეექმნა, სანამ ამას ბაზრის ახალი მოთამაშე გააკეთებდა. მსგავსი მიდგომა სასარგებლოა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ორგანიზაციის განვითარებისთვის. ამასთან ერთად, სფეისის პლატფორმას დღეს თიბისი სხვა ქვეყნის ბაზრებზე გასასვლელად  იყენებს. 

რაც შეეხება მომავალს, ლაშა გურგენიძის აზრით, საქართველო დანარჩენ მსოფლიოს არ ჩამორჩება, პირიქით, მოწინავე პოზიციებზეა:

Open banking-ის მიდგომები, რეგულატორული ბაზა უკვე ძალაში შევიდა, რაც საშუალებას მისცემს, რომ პირველ რიგში, გაჩნდნენ ახალი ტიპის „ფინტექები“, ანუ ახალი ტიპის ფინანსური სერვისების მომწოდებლები, რომლებიც მომხმარებლის ანგარიშებს სხვადასხვა ბანკში გამოიყენებენ და ახალი მიდგომებით შექმნიან მომხმარებელზე უფრო მორგებულ ფინანსურ სერვისებს. შეიძლება ეს არ იყოს მარტო საბანკო სერვისები. პირველ რიგში, მე ამას ვხედავ უფრო, მაგალითად, პერსონალური ფინანსური მრჩევლის, ასევე გადახდისა და საკრედიტო ანალიზის სერვისების მხრივ, ანუ, პირველ რიგში, ალბათ, Adviser სერვისები გამოჩნდება.“

როგორც ყველა სფეროს, Open banking-საც ახლავს თავისი რისკები, მაგრამ ლაშა გურგენიძის განცხადებით, ისინი მნიშვნელოვან გამოწვევებს არ წარმოადგენენ და მთავარია, რომ ორგანიზაციებმა, როგორც სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. 

ფაქტია, რომ თანამედროვე სამყაროში ადამიანებს სასურველი მომსახურების მიღება სწრაფად და მარტივად სურთ. ტრადიციული საბანკო სერვისები მათ უკვე აღარ აკმაყოფილებთ. მოთხოვნა დიდია საქართველოშიც, რაზეც სფეისის წარმატება მეტყველებს. განაცხადით – „დაემშვიდობე ბანკებს“ – სფეისმა ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. გაშვებიდან 10 თვეში კი მის აპლიკაციაში 100 000 ადამიანი დარეგისტრირდა.  შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ ძალიან მალე ტრადიციული ბანკები მთლიანად ჩაანაცვლონ ე.წ. „მომავლის ბანკებმა“.

The post ციფრული ბანკინგი: Black Mirror გვიახლოვდება? appeared first on BusinessFeed.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share