Jump to content
×
×
  • Create New...

მასწავლებელმა პირველკლასელს ორიანი შუბლზე დააწერა – საკითხის შესწავლა კი ბაშკირეთის პროკურატურამ დაიწყო (ფოტო)


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ბაშკირეთის ქალაქ ქუმერთაუს #5 სკოლის ხატვის მასწავლებელმა პირველი კლასის მოსწავლეს ორიანი შუბლზე დააწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბავშვის დედაზე დაყრდნობით ავრცელებს.

nBkSUhL2hFQvns2-J76BrNOp2Z3x-pj20SnCh_fH25 მარტს, ხატვის გაკვეთილზე, პირველი კლასის მოსწავლემ დისციპლინა სხვა მოსწავლესთან საუბრით დაარღვია, რის გამოც მასწავლებელმა მისთვის ხატვის ალბომში არადამაკმაყოფილებელი ნიშნის დაწერა გადაწყვიტა. გოგონამ უპასუხა, რომ მას ალბომი თან არ ჰქონდა, რის შემდეგაც მასწავლებელმა მოსწავლეს ორიანი შუბლზე დააწერა. გამომცემლობის ცნობით, სხვა ბავშვებმა გოგონას დასცინეს. გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეს ნიშანი შუბლიდან მოაშორა.

მე- 5 სკოლის დირექტორმა მომხდარი ფაქტი დაადასტურა. მისი თქმით, ხატვის მასწავლებელს სავარაუდოდ სკოლიდან გაათავისუფლებენ.

ბაშკირეთის პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყეს. სკოლის წარმომადგენლები, მათ შორის ხატვის მასწავლებელი, ახსნა-განმარტების მისაცემად უწყებაში დაიბარეს. პროკურატურაში განმარტავენ, რომ სკოლის თანამშრომლების ქმედებას სამართლებრივ შეფასებას მისცემენ.

მოამზადა თეა ინაშვილმა

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share