Guest Merlin Posted 2 აპრილი, 2021 Posted 2 აპრილი, 2021 კოვიდდადებითი პაციენტების გახშირებული შემთხვევების გამო, გურიის მუნიციპალიტეტების არაერთ სკოლასა და საბავშვო ბაღში 2 აპრილიდან სასწავლო პროცესი 2 კვირის ვადით შეჩერდება. შეზღუდვები ამოქმედდება შემდეგ დაწესებულებებში: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, როგორც სკოლაში, ისე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში: სკოლებსა და ბაღებში. ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში: საჯარო სკოლებსა და ბაღებში. ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო სკოლებსა და ბაღებში. „აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მასიური ტესტირება დაიწყება“, – ნათქვამია ლანჩხუთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაიწყება სოფელ შრომის მოსახლეობის მასობრივი ტესტირება. წყარო: 1tv.ge; gurianews.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა