Jump to content
×
×
  • Create New...

რა განსხვავებაა ღია და დახურულ დავალებებს შორის? – პასუხები აბიტურიენტების ახალ კითხვებზე


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

30 მარტს, 2021 წლის გამოცდებზე რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის აბიტურიენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

მსგავსი ტიპის შეხვედრა აბიტურიენტებთან რამდენჯერმე ჩატარდა. აქამდე წამოჭრილი საკითხები შეგიძლიათ იხილოთ ას კითხვასა და ას პასუხში.

წარმოგიდგენთ რეგისტრაციის დასრულებამდე უკანასკნელი შეხვედრის განმავლობაში დასმულ ძირითად კითხვებსა და მათზე პასუხებს:

ქართული ენისა და ლიტერატურის ესეში სიტყვების რაოდენობაში კავშირებიც იგულისხმება?
რაოდენობაში იგულისხმება ყველა სიტყვა, როგორც სრულმნიშვნელოვანი, ისე – დამხმარე.

იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამას ვადა ეწურება, უნდა წავშალო?
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა აკრედიტებული იყოს იმ მომენტისათვის, როცა მოხდება თქვენი ჩარიცხვა, შესაბამისად, აკრედიტაციის ვადები უმჯობესია გადაამოწმოთ აგვისტოს თვეში.

ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე დაახლოებით რამდენი აბიტურიენტი ფინანსდება და სრულად ფინანსდება თუ ნაწილობრივი გრანტიც შეუძლია რომ მოიპოვოს?
ქართული ენის მომზადების პროგრამაზე გაიცემა მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება. ყოველწლიურად 200-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს გრანტს.

სარეგისტრაციო გვერდზე როგორ ხდება პროგრამების წაშლა ან გადანაცვლება?
თქვენ უნდა დააყენოთ კურსორი იმ პროგრამაზე, რომლის წაშლაც გსურთ და აირჩიოთ ღილაკი – წაშლა. შემდეგ კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს – დამატება. თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს – დამატება და წერთ სასურველი პროგრამის კოდს, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს – წაშლა და ავტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ პირველ საფეხურზე. ცვლილებების შესრულების შემდეგ არ დაგავიწყდეთ შენახვის ღილაკის გამოყენება.

რა უპირატესობა აქვს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც პირველ ან მეორე ადგილას მიწერია?
სისტემა განიხილავს აბიტურიენტის ჩარიცხვას ჯერ პირველ არჩევანზე. თუ ქულა არ არის საკმარისი – მომდევნო არჩევანზე და ასე შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ქულა საკმარისი აღმოჩნდა პირველ ადგილას მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად, სხვა პროგრამები აღარ განიხილება.

თუ არის აუცილებელი აბზაცების გამოყოფა უცხოური ენის ტესტში ესეს წერის დროს?
ესეში აბზაცები სასურველია დაიცვათ, წერილში – არა.

ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე გრანტი რამდენი ქულიდან გაიცემა?
კონკრეტული ქულის ოდენობა დადგენილი არ არის. რეიტინგული სია დგება თანხის ამოწურვამდე. ყოველ წელს დაახლოებით ასამდე სომხურენოვანი აბიტურიენტი და ამავე რაოდენობის აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტი იღებს გრანტს, რომელიც ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგაც უნარჩუნდებათ (ფინანსდება სრული კურსი).

რა განსხვავებაა ღია დავალებებსა და დახურულ დავალებებს შორის?
ღია დავალების შემთხვევაში გამოსაცდელმა უნდა ჩაწეროს პასუხები პასუხებისათვის გამოყოფილ ადგილას, დახურული დავალებების დროს კი უნდა შემოხაზოს მითითებული პასუხების ვარიანტებიდან ერთ-ერთი.

თუ არსებობს უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ჩარიცხვა მხოლოდ ერთი საგნით შეიძლება?
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. დანარჩენ გამოცდებს აბიტურიენტი აბარებს უშუალოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ასი კითხვა და ასი პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო თემებზე

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები

წინა ღია კარის დღეებზე დასმული კითხვები

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share